პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ანა ბუჩუკური - არარელევანტურია საკითხები, რომლებსაც საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს, ეს არ არის სამართლებრივი პროცესი - სამწუხაროდ, გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენა მოპასუხე მხარეს არ შეუძლია

საკონსტიტუციო სასამართლოგახარია საქართველოსთვის

ანა ბუჩუკურის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვა არ არის სამართლებრივი პროცესი და განსახილველ საკითხებს კონსტიტუციური საფუძველი არ გააჩნია.

ანა ბუჩუკური - არარელევანტურია საკითხები, რომლებსაც საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს, ეს არ არის სამართლებრივი პროცესი - სამწუხაროდ, გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენა მოპასუხე მხარეს არ შეუძლია
ინტერპრესნიუსი

არარელევანტურია საკითხები, რომლებსაც საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს და ამის კონსტიტუციური საფუძველი არ არის, - ამის შესახებ პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებთან საუბრისას საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა.

მისი თქმით, საკითხები, რომლებსაც მოსამართლეები სვამდნენ, პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ არ მიემართება.

„მე-14 დღეა განხილვები მიმდინარეობს და წესით დღეს ჩვენი რიგი უნდა დადგეს, კითხვები უნდა დაგვისვან. მართალი გითხრათ, იმდენად არარელევანტურია ის საკითხები, რომლებსაც სასამართლო განიხილავს, ამის კონსტიტუციური საფუძველი არ არის. ის საკითხები, რომლებსაც გუშინ სვამდნენ მოსამართლეები, არცერთი საკითხი ჩვენს პარტიას არ მიემართება, იმიტომ, რომ დაწყებული ვეტინგიდან, დამთავრებული ალიანსში არმონაწილეობით, ჩვენს პარტიას ყოველთვის განსხვავებული პოზიცია ჰქონდა. მართლა მაინტერესებს, რა კითხვებს დაგვისვამენ ჩვენ. საბოლოო ჯამში კი, იცით, რომ ეს არ არის სამართლებრივი პროცესი, რაც ახლა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს. გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენა აქ მსხდომ მხარეებს, მოპასუხე მხარეს სამწუხაროდ არ შეუძლია. საზოგადოება ხედავს სხვაობას კომპეტენციის თვალსაზრისით - ამას ადამიანები გრძნობენ. შეიძლება რაღაც კონკრეტულ იურიდიულ ტერმინებსა და მსჯელობებს არ მოგყვებოდეს, მაგრამ ამას ადამიანი ბუნებრივად გრძნობს“, - აცხადებს ანა ბუჩუკური

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიანა ბუჩუკური - დღემდე ვერ გავიგეთ, რას გვედავებიან, ვხედავთ, მოსამართლეები რამდენად ღიად აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას - გადაწყვეტილება აქ არ იწერება
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ანა ბუჩუკური - კითხვა-პასუხის რეჟიმში მოლოდინი მაქვს, რომ „ოცნება“ მორიგ ჯერზე კრახით დაასრულებს ამ პროპაგანდისტულ პროცესს - ცდილობენ, პროპაგანდისტული არხებით მიმდინარე რეალობა შეცვალონ, მაგრამ არ გამოვა: სიმართლე მარტივი რამ არისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები