ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა განახლდა

საკონსტიტუციო სასამართლოლელოგახარია საქართველოსთვისკოალიცია ცვლილებისთვისნაციონალური მოძრაობასაქართველოს პარლამენტი

საკონსტიტუციო სასამართლოში 88 დეპუტატის სარჩელის საფუძველზე 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის საქმეზე სხდომა განახლდა. სასამართლო კვლავ მხარეთა ახსნა-განმარტებებს ისმენს, მანამდე კი ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დაუკმაყოფილებია.

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა განახლდა
5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა განახლდაინტერპრესნიუსი

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა განახლდა.

სასამართლო კვლავ ახსნა-განმარტების ეტაპზე რჩება და პროცესი, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლის, გიორგი სიორიძის ახსნა-განმარტებით გაგრძელდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე, გიორგი სიორიძის გამოსვლის შემდეგ, გათვალისწინებულია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლების ახსნა- განმარტებების მოსმენაც.

ნადარაიას ინფორმაციითვე, მომდევნო კვირის განმავლობაში მხარეები შეისვენებენ და პროცესი ახალი ეტაპით, რომელიც კითხვა-პასუხს მოიცავს, 9 ნოემბრიდან განახლდება.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების ახსნა-განმარტებები მოისმინეს. ამასთან, სხდომაზე ახსნა-განმარტებები წარმოთქვეს „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლებმაც.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო. ამ დრომდე, საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 დეპუტატი წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი ხუთი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“.

კონსტიტუციურ სარჩელს თან ერთვის XI მოწვევის პარლამენტში შექმნილი დროებით საგამოძიებო კომისიის დასკვნა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 2ნეიტრალური 2
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალური5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა განახლდა
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალური5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა დღეს განახლდება
  3. რუსთავი 2სამთავრობო5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა დღეს განახლდება
  4. TV პირველიოპოზიციური5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საქმის განხილვა საკონსტიტუციოში დღეს განახლდება
  5. ალიაოპოზიციური5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საქმის განხილვა საკონსტიტუციოში დღეს განახლდება
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საქმის განხილვა საკონსტიტუციოში დღეს განახლდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები