ლავროვი აშშ-ში ჩავიდა
აშშ-ის სანქციების მიუხედავად, ლავროვი შეერთებულ შტატებში ჩავიდა: სახელმწიფო დეპარტამენტის დროებითი ნებართვით, მისმა თვითმფრინავმა „არამეგობრულ ქვეყნებს“ გვერდი აუარა და მოსკოვიდან ატლანტაში 20 საათში ჩაფრინდა.

მინისტრების შეხვედრა 30-31 ოქტომბერს გაიმართება.
ლავროვი იმ რუს მაღალჩინოსნებს შორისაა, რომელთა წინააღმდეგაც უკრაინაში ომის გამო მოქმედებს აშშ-ის სანქციები.
ამ პირებს აშშ-ში ჩასვლა ეკრძალებათ. თუმცა, პერიოდულად სახელმწიფო დეპარტამენტი ლავროვს დროებით ნებართვას აძლევს მაგალითად, გაეროს სხდომებში მონაწილეობის მიზნით ნიუ-იორკში ჩასასვლელად. ატლანტაში ვიზიტის შემთხვევაშიც ასე მოხდა.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის” ცნობით, ლავროვის თვითმფრინავმა გვერდი აუარა „არამეგობრულ ქვეყნებს” და მოსკოვიდან ატლანტაში ჩასასვლელად 20 საათი და 10 წუთი დასჭირდა.
რუსეთი „არამეგობრულს” უწოდებს იმ ქვეყნებს, რომლებმაც უკრაინაში ომის გამო რუსეთს საჰაერო სივრცე დაუხურეს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…