პოლიციამ თბილისში თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით პირი დააკავეს, რომელმაც მოქალაქის ოქროს ნაკეთობების რეალიზაციით მიღებული 102 300 ლარი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მოქალაქეს მოტყუებით გამოართვა ოქროს ნაკეთობები და დაარწმუნა, რომ მათი რეალიზაციის შემდეგ, ერთი თვის ვადაში, შესაბამის თანხას გადაუხდიდა. თუმცა, ბრალდებულმა ოქროს ნაკეთობების რეალიზაციის შემდეგ დაზარალებულთან კომუნიკაცია შეწყვიტა და მიღებული თანხა, 102 300 ლარი, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა.
სამართალდამცველებმა მოქალაქე ბრალდებულის სახით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…