ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პოლიციამ თბილისში თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა​

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავა. უწყების ცნობით, ბრალდებულმა მოქალაქეს მოტყუებით გამოართვა ოქროს ნაკეთობები, მათი რეალიზაციის შემდეგ კი 102 300 ლარი უკანონოდ მიითვისა.

პოლიციამ თბილისში თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა​
პოლიციამ თბილისში თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა​რუსთავი 2

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებულმა 102 300 ლარი უკანონოდ მიითვისა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მოქალაქეს მოტყუებით გამოართვა ოქროს ნაკეთობები და დაარწმუნა, რომ მათი რეალიზაციის შემდეგ, ერთი თვის ვადაში, შესაბამის თანხას გადაუხდიდა. თუმცა, ბრალდებულმა ოქროს ნაკეთობების რეალიზაციის შემდეგ დაზარალებულთან კომუნიკაცია შეწყვიტა და მიღებული თანხა, 102 300 ლარი, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა.

სამართალდამცველებმა მოქალაქე ბრალდებულის სახით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შს სამინისტროს ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. POSTVსამთავრობოპოლიციამ თბილისში თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მოქალაქეს მოტყუებით გამოართვა ოქროს ნაკეთობები და დაარწმუნა, რომ მათი რეალიზაციის შემდეგ, ერთი თვის ვადაში, შესაბამის თანხას გადაუხდიდა. თუმცა, ბრალდებულმა ოქროს ნაკეთობების რეალიზაციის შემდეგ დაზარალებულთან კომუნიკაცია შეწყვიტა და მიღებული თანხა, 102 300 ლარი, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა. სამართალდამცველებმა მოქალაქე ბრალდებულის სახით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პოლიციამ თბილისში თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები