პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ძმები დავით და გურამ კაკულიებისა და ბუსა ჟვანიას წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმები კაკულიებისა და ბუსა ჟვანიას წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობასა და პატიმრობის გადასინჯვაზე მსჯელობენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ძმები დავით და გურამ კაკულიებისა და ბუსა ჟვანიას წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს
ინტერპრესნიუსი

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 22 წლის ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმების, დავით და გურამ კაკულიებისა და ბუსა ჟვანიას წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ, ამასთან გადაისინჯება დაკავებული ძმების, კაკულიების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და გადაწყდება, საქმე არსებითად განსახილველად გადაეცეს თუ არა სასამართლოს. სასამართლო პროცესს მე-6 პენიტენციური დაწესებულებიდან დისტანციურად ესწრებიან ძმები კაკულიები, რაც შეეხება ბუსა ჟვანიას, მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

ამასთან, ბრალდების მხარემ დავით და გურამ კაკულიებს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაუნიშნა, რომლის პასუხიც ჯერ ცნობილი არ არის.

ცნობისთვის, ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც 2021 წელს მოქმედი რედაქციით, სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გურამ და დავით კაკულიები მსჯავრდებულები არიან და პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელს იხდიან სხვა სისხლის სამართლის საქმეზე. კერძოდ კი, ძმებ კაკულიებს 2022 წელს, არაყიშვილის ქუჩაზე, განზრახ მოკვლის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლით ერთი პირის დაჭრის ფაქტზე 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.

ბუსა ჟვანიაზე კი საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

რაც შეეხება ნიკო კვარაცხელიას, ის 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლით მოკლეს. ნიკო კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1ნეიტრალური 2
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურინიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ბუსა ჟვანიას მიმართ დაუსწრებლად შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ძალაში რჩება
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურინიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულმა ძმებმა, დავით და გურამ კაკულიებმა მათი საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვაზე უარი განაცხადეს
  3. TV პირველიოპოზიციურიძმები კაკულიები კვარაცხელიების ოჯახს მიმართავენ, გაიტანონ საჩივარი და საქმის შეწყვეტა მოითხოვონ
  4. რუსთავი 2სამთავრობოსასამართლომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმები კაკულიებისა და ბუსა ჟვანიას აღკვეთის ღონისძიება ძალაში დატოვა
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ადვოკატი - სასამართლოში დევს 35 ტომი ქაღალდი და არცერთ ფურცელზე არ მოიპოვება ინფორმაცია, რომელიც დავით და გურამ კაკულიებს არა თუ პირდაპირ, ირიბადაც კი დააკავშირებდა ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობასთანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები