მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს
მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე მკვლელობის დამკვეთის დასახელებას ითხოვს და აცხადებს, რომ თუ პასუხი არ გაეცემა, „გამოდის რომ დამკვეთი ისევ არის ხელისუფლებაში“.

მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე მიმართვას ავრცელებს:
,,ძვირფასო ჟურნალისტებო, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ყველას სათითაოდ ვერ გპასუხობთ, ნუ აღელდებით, და ამ კონკრეტულ ახალგაზრდებზე ( ძმებ კაკულიებზე და ბესარიონ ჟვანიაზე) ნუ ვკონცენტრირდებით ისინი არიან გამოყენებული და გადაგდებული სწორედ ჰოლივუდური სცენარით!!!!
გამეცეს პასუხი ვინ დაუკვეთა “მომავლის ბიჭის “, ჩვენი ნიკოს მკვლელობა ამ ახალგაზრდებს და თუ არ გამეცა ამაზე პასუხი, გამოდის რომ დამკვეთი ისევ არის ხელისუფლებაში!!!
ყველაფერი ვიცოდით ხუთი წლის წინ!!!
მადლობა თანადგომისთვის….
ყველაფერი გაცხადდება!!!!!“
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.