პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კაბადოკიაში კლდის ჩამოშლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა - ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება

თურქეთში, კაბადოკიის რეგიონში კლდის ჩამოშლის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა, ადგილზე კი სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

კაბადოკიაში კლდის ჩამოშლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა - ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება
ინტერპრესნიუსი

კაბადოკიაში კლდის ჩამოშლის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

თურქი ოფიციალური პირების თქმით, თურქეთის პოპულარულ ტურისტულ ადგილას, კაბადოკიაში, გორემეს რეგიონში, კლდოვანი წარმონაქმნის - ე.წ. „ფერიების ბუხრის“ - ნაწილი ჩამოიშალა.

ნევშეჰირის პროვინციის გუბერნატორის, ჰუსეინ კოკის თქმით, კლდის ჩამოშლა, სავარაუდოდ, ბოლო დროს მოსულმა ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია. მან აღნიშნა, რომ სამაშველო ჯგუფები განაგრძობენ იმ ადამიანების ძიებას, რომლებიც შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ იყვნენ მოყოლილი.

კოკის თქმით, სამი გარდაცვლილიდან ორი თურქეთის მოქალაქეა. მესამე დაღუპულის შესახებ მას ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
ოპოზიციური 4ნეიტრალური 1
  1. ბათუმელებიოპოზიციურიკაბადოკიაში კლდის ჩამოშლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა – მედია
  2. ფორმულაოპოზიციურიმძიმე სტიქია თურქეთში- კაპადოკიაში კლდის სვეტის ჩამოშლას სამი ადამიანი ემსხვერპლა
  3. რადიო თავისუფლებაოპოზიციურითურქეთში - კაპადოკიაში კლდის სვეტის ჩამოშლას სამი ადამიანი ემსხვერპლა
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურიკაბადოკიაში კლდის ჩამოშლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა - ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება
  5. ალიაოპოზიციურიკაბადოკიაში კლდის ჩამოშლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
თურქეთში, ხოფას რაიონში, სატვირთო ავტომობილების სადგომზე მეწყერის ჩამოწოლას მსხვერპლი მოჰყვაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები