კაბადოკიაში კლდის ჩამოშლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა – მედია
თურქეთში, კაპადოკიის ქალაქ გორემეში ძლიერი წვიმის გამო კლდის ნატეხების ჩამოშლას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 5 კი დაშავდა, – იტყობინება სააგენტო „ანადოლუ“.

დღეს, 29 ოქტომბერს, თურქეთის ცენტრალურ ნაწილში, კაპადოკიის ქალაქ გორემეში, ძლიერი წვიმის შედეგად ბუნებრივი ქვის სვეტიდან კლდის ნატეხები ჩამოიშალა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
თურქული ახალი ამბების სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა. ოფიციალური ცნობების თანახმად, დაღუპულთაგან 2 თურქეთის მოქალაქეა, ერთი კი – უცხოეთის.
კლდის ნატეხები ჩამოცვივდა იმ ადგილას, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ – ღია ცის ქვეშ არსებულ მუზეუმთან.
„ანადოლუ“ წერს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, შემთხვევა ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულმა მეწყრულმა პროცესებმა გამოიწვია.
ფოტო: სააგენტო „ანადოლუ“
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…