თურქეთში, ქარხანაში მომხდარ აფეთქებას სამი ადამიანი ემსხვერპლა, 10 ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი
თურქეთში, იზმირის პროვინციაში მდებარე ფოლადის ქარხანაში მომხდარ აფეთქებას 3 ადამიანი ემსხვერპლა, 14 დაშავდა, 10 ადამიანი კი ნანგრევებშია მოყოლილი.

თურქეთის, იზმირის პროვინციის ალიაგას რაიონში მდებარე ფოლადის ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა, 14 კი დაშავდა, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
ამასთანავე, სამაშველო ჯგუფები ცდილობენ ნანგრევებში მოყოლილი 10 ადამიანის გადარჩენას.
აფეთქებას ხანძარი მოჰყვა, რის შედეგადაც ჰაერში კვამლი და მტვრის ღრუბელი გავრცელდა.
იზმირის გუბერნატორის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული პირველადი მონაცემების თანახმად, დაშავებული 14 ადამიანისგან სამის მდგომარეობა კრიტიკულია.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…