თურქეთში, ხოფას რაიონში, სატვირთო ავტომობილების სადგომზე მეწყერის ჩამოწოლას მსხვერპლი მოჰყვა
თურქეთში, ართვინის პროვინციის ხოფას რაიონში, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

თურქეთში, ართვინის პროვინციის ხოფას რაიონში, ფერდობიდან ჩამოწყვეტილი კლდის მასები სატვირთო ავტომობილების სადგომს დაეცა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, 45 წლის კასიმ თოპალოღლუ, რომელიც ინციდენტის დროს საკუთარი ავტომობილის გადარჩენის შემდეგ მეგობრების დახმარებას ცდილობდა, ადგილზევე დაიღუპა მას შემდეგ, რაც მეწყერის მეორედ ჩამოწოლის დროს თავში ქვა მოხვდა.
მეწყერმა ასევე დააზიანა მიმდებარე მცენარეული საფარი და ინფრასტრუქტურა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…