ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თურქეთში - კაპადოკიაში კლდის სვეტის ჩამოშლას სამი ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთში, კაპადოკიის რეგიონში კლდის ჩამოშლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა. ნევშეჰირის გუბერნატორის ჰუსეინ ქოქის განცხადებით, ინციდენტი მეწყერმა ქალაქ გიორემეში გამოიწვია, რის შემდეგაც ტერიტორია დაიხურა.

თურქეთში - კაპადოკიაში კლდის სვეტის ჩამოშლას სამი ადამიანი ემსხვერპლა
თურქეთში - კაპადოკიაში კლდის სვეტის ჩამოშლას სამი ადამიანი ემსხვერპლარადიო თავისუფლება

კაპადოკია, რომელიც მთელი მსოფლიოდან იზიდავს ტურისტებს, ცნობილია „ფერიების საკვამურების“ სახელით წოდებული კონუსისებრი კლდოვანი წარმონაქმნებით, რომლებიც უძველესი ვულკანური აქტივობის შედეგად ჩამოყალიბდა.

„პირველადი მონაცემებით, ინციდენტის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა“, — განაცხადა იუსტიციის მინისტრმა აქინ გურლექმა X-ზე.

სამაშველო ჯგუფებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი ცხედარი ამოიყვანეს, რამაც დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაზარდა, განაცხადა ნევშეჰირის გუბერნატორმა ჰუსეინ ქოქმა.

დაღუპულთა ეროვნება დაუყოვნებლივ ცნობილი არ ყოფილა.

„საძიებო-სამაშველო ჯგუფები აგრძელებენ ინტენსიურ, კოორდინირებულ ოპერაციებს ნანგრევების ქვეშ შესაძლო მოყოლილი სხვა მსხვერპლთა ადგილსამყოფლის დადგენის მიზნით“, — განაცხადა მინისტრმა.

სატელევიზიო კადრებში ჩანდა, როგორ თხრიდა მძიმე ტექნიკა ნანგრევებს, როცა სამაშველო ჯგუფები ადგილზე იკრიბებოდნენ ადამიანების გადასარჩენად.

ექსკავატორები და მაშველები შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ მძლავრი პროჟექტორების შუქზე.

ინციდენტი ადგილობრივი დროით 15:15 საათზე მოხდა, როდესაც მეწყერმა ღია ცის ქვეშ არსებული მუზეუმის მახლობლად, ქალაქ გიორემეში კლდის ჩამოშლა გამოიწვია, განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა ქოქმა.

ცნობების თანახმად, ჩამოშლის შემდეგ ტერიტორია საზოგადოებისთვის დაიხურა.

2024 წელს კაპადოკიაში კლდის ჩამოშლის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა დაშავებულები ან დაღუპულები არ ყოფილან.

კაპადოკიის რეგიონი ასევე მოიცავს კლდეში გამოკვეთილ მიწისქვეშა ქალაქებსა და ადრეულ ქრისტიანულ ეკლესიებს.

2025 წელს, ტურიზმის სამინისტროს მონაცემებით, რეგიონს დაახლოებით 4,5 მილიონი ადგილობრივი და უცხოელი ტურისტი ეწვია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 2
  1. ბათუმელებიოპოზიციურიკაბადოკიაში კლდის ჩამოშლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა – მედია
  2. ფორმულაოპოზიციურიმძიმე სტიქია თურქეთში- კაპადოკიაში კლდის სვეტის ჩამოშლას სამი ადამიანი ემსხვერპლა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„პირველადი მონაცემებით, ინციდენტის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა“
აქინ გურლექი
„საძიებო-სამაშველო ჯგუფები აგრძელებენ ინტენსიურ, კოორდინირებულ ოპერაციებს ნანგრევების ქვეშ შესაძლო მოყოლილი სხვა მსხვერპლთა ადგილსამყოფლის დადგენის მიზნით“
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მძიმე სტიქია თურქეთში- კაპადოკიაში კლდის სვეტის ჩამოშლას სამი ადამიანი ემსხვერპლაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები