“აჭარის “ფეოდალი” და ბავშვები, მოხუცები ბათუმიდან” – სალომე სიმონია
სამოქალაქო აქტივისტი სალომე სიმონია „ოცნების“ დეპუტატ გიორგი ჭყონიას მრავალმილიონიან ქონებასა და თითქმის ნახევარმილიარდიან სახელმწიფო შესყიდვებზე მიუთითებს და აცხადებს, რომ მაშინ, როცა ჩინოვნიკები მდიდრდებიან, აჭარასა და ბათუმში ხალხი უკიდურეს სიდუხჭირეში ცხოვრობს.

სამოქალაქო აქტივისტი, სალომე სიმონია:
● 2,2 მლნ. ლარის უძრავი ქონება
● 6,4 მლნ. ლარის ქონება გაყიდა
● 20 მილიონად წილი გაასხვისა. 2024
● 6,2 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო კომპანიებიდან 2025 წელს.
● 1 მლნ. ლარის ავტომობილები
● 650 000 ლარი ნაღდი ფულის სახით
● 312 000 ლარი ანგარიშზე
● 112 688 ხელფასი პარლამენტიდან
● 125 000 ₾ მკურნალობა უცხოეთში
● 691,000 ₾ ოცნებისთვის შეწირული
● თითქმის ნახევარი მილიარდი ლარის სახელმწიფო შესყიდვები მიიღო.
● 5 მლნ. ლარი თანადაფინანსება აიღო „აწარმოე 66ჰჵჵ”.
ეს “ოცნების” დეპუტატის, გიორგი ჭყონიას დეკლარირებული ქონებაა.
ამ დროს, ხალხი ან ნაგვის ყუთებში იქექება, ან ქვეყნიდან გარბის ლუკმა-პურის საშოვნელად. შვილებს სიდუხჭირის გამო ვერ აჩენენ და თუ აჩენენ, მძიმე პირობებში აცხოვრებენ.
გიორგი ჭყონია აჭარის დელეგატი და ფეოდალია. თუმცა, აჭარაში, ბავშვები ასე ეზიდებიან წყალს უკვე 10 დღეა. “ოცნების ქალაქში” პატარები თხრილებში ვარდებიან. შუა ბათუმში, ასე იქექება მოხუცი ბაბუა ურნაში.
უთანასწორობა სულ უფრო და უფრო ღრმავდება. ოცნების დეპუტატები და ჩინოვნიკები მდიდრდებიან. ხალხის ყოფა კი, პირიქით – უარესდება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…