“245 მილიონიანი ქონების პატრონის რეგიონში ფეკალიებით თბებიან” – სალომე სიმონია
სამოქალაქო აქტივისტი სალომე სიმონია აცხადებს, რომ სამცხე-ჯავახეთის დელეგატ ანტონ ობოლაშვილს, რომლის რეგიონშიც ფეკალიებით თბებიან, დეკლარაციის მიხედვით მილიონობით ლარის ქონება, უძრავი ქონება საზღვარგარეთ და ნაღდი ფული აქვს.

სამოქალაქო აქტივისტი, სალომე სიმონია;
245 მილიონიანი ქონების პატრონის რეგიონში ფეკალიებით თბებიან.
სამცხე-ჯავახეთის დელეგატი ანტონ ობოლაშვილი დეკლარაციით ფლობს:
● 3.3 მილიონი ლარის 2 ბინას დუბაიში
● 3.6 მილიონი ლარის ბინას პარიზში
● 1,1 მილიონ ლარზე მეტის უძრავ ქონებას საქართველოში
● 670,000 ლარის 3 ავტომობილი
● 127,500 ლარის 3 მაჯის საათი
● 636,000 ლარი ანგარიშზე
● 450,000 ნაღდი ფულის სახით
● 4,8 მილიონი ლარის დივიდენდი
● 1,5 მლნ. $ სესხად აქვს გაცემული
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.