“ჩვენი შვილების სასმელ წყალს კანალიზაცია ერევა, ივანიშვილის ოჯახი საფრანგეთიდან ჩამოტანილ წყალს სვამს თურმე” – სალომე სიმონია
სამოქალაქო აქტივისტი სალომე სიმონია ივანიშვილის ოჯახსა და ხელისუფლებას პრივილეგიებით სარგებლობაში ადანაშაულებს, მაშინ როცა ბავშვები დაბინძურებული წყლითა და ჰაერით ცხოვრობენ.

სამოქალაქო აქტივისტი, სალომე სიმონია;
⚠️ჩვენი შვილების სასმელ წყალს კანალიზაცია ერევა სადღაც.
✅️ივანიშვილის ოჯახი საფრანგეთიდან ჩამოტანილ წყალს სვამს თურმე.
⚠️ჩვენი შვილები ნაგავსაყრელით მოწამლულ ჰაერს სუნთქავენ.
✅️ივანიშვილების ოჯახმა აბასთუმანი აირჩია სუფთა ჰაერისთვის. მის თავზე თვითმფრინავებისთვის ცაც დაკეტა.
⚠️ბავშვები სკოლებისა და ბაღების გარეშე არიან ან უხარისხო შენობებში მშივრები სხედან.
✅️ივანიშვილმა და მისმა ჩინოვნიკებმა კერძო სკოლები, ამერიკის, ევროპის უძვირესი სასწავლებლები აირჩიეს.
⚠️ჩვენი შვილები ჯანსაღ კვებას, კარგ განათლებას, გამართულ ჯანდაცვას მოკლებულნი არიან.
✅️ოცნების წევრები ათასებს ხარჯავენ ევროპაში ქორწილების გადახდაში, მანდ დასვენებასა და მკურნალობაში.
⚠️ახალი თაობა ბოთლის მბერავებად, იაფ მუშახელად ესახებათ/სჭირდებათ
✅️საკუთარს იმისთვის ამზადებენ, რომ შემდეგ ძალაუფლება და ქონება გადააბარონ, განაგრძონ ჩვენი ძარცვა.
სახელმწიფო ინტერესი გაცვლილი და სრულად დახურდავებულია ფულში. ჩვენი შვილების ჯანმრთელობა, მათი მომავალი შეუქცევადად ზიანდება და ამას არ გვაპატიებენ. უპატიებელიცაა!
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.