ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ოპოზიციურ პარტიებს სამართლებრივი არგუმენტების მწვავე დეფიციტი აქვთ" - საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა გრძელდება

საკონსტიტუციო სასამართლოლელო

საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვაზე ნიკა გვარამიამ და ბადრი ჯაფარიძემ სხდომის თავმჯდომარისგან გაფრთხილებები მიიღეს. მოსარჩელე მხარე ამტკიცებს, რომ ოპოზიციურ პარტიებს სამართლებრივი არგუმენტების მწვავე დეფიციტი აქვთ და პოლიტიკური განცხადებებით შემოიფარგლებიან.

პროვოკაციულ განცხადებამდე ნიკა გვარამია, პოლიტიკურმა შეფასებებმა მიიყვანა - ამჯერად მოსამართლეებთან დაკავშირებით და საერთაშორისო მაგალითებზე საუბრით. სწორედ ამიტომ მიიღო სხდომის თავმჯდომარის მკაცრი გაფრთხილებაც - საკუთარი სიტყვა, სამართლებრივ ჩარჩოში მოექცია. თუმცა საბოლოოდ სასამართლომ მიიჩნია და მოპასუხე, იურისტ გვარამიას უთხრა: "გინდათ ისეთი საკითხების განხილვა, რაც საქმეს არ შეეხება".

ეს ახსნა-განმარტების დასაწყისშივე გამოჩნდა, როდესაც, ასაკრძალთა სიაში მყოფმა "ახლების" ლიდერმა, 2 საათ ნახევრიანი სიტყვა მისი და მისი პარტიის მიმართ წაყენებული კონსტიტუციური ბრალდების გაბათილების ნაცვლად, ისევ ხელისუფლების კრიტიკას დაუთმო და პირველივე წინადადებაში, საკონსტიტუციო სასამართლოს ტრიბუნიდან ისრები მოსარჩელე მხარისკენ მიმართა, რასაც პასუხი დარბაზს გარეთაც მოჰყვა.

მოპასუხე მხარის ულტიმატუმების ენა და სანქციებით მუქარის ტონი პლენუმს არც დღეს გამორჩენია, სწორედ ამიტომ დააზუსტებინა მოსამართლე ევა გოცირიძემ, ნიკა გვარამიას, კონსტიტუციის 78-ე მუხლთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება, რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება.

გვარამიას გამოსვლის მიმდინარეობისას, მოსარჩელე მხარემ პროტესტი 2-ჯერ გამოთქვა, მათ შორის მაშინ, როდესაც მოპასუხემ, სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მისი მიღწევებისა და იმ გადაწყვეტილებების ჩამოთვლა დაიწყო, რომლითაც დღემდე ამაყობს. მოსარჩელის მოთხოვნა და პროტესტი - საკონსტიტუციო სასამართლოს ტრიბუნა გვარამიას პიროვნული გრძნობების გაზიარების ადგილად არ ექცია, სხდომის თავმჯდომარემაც გაიზიარა.

სხდომის თავმჯდომარის გაფრთხილება ახსნა-განმარტების პირველივე წუთებში მიიღო ბადრი ჯაფარიძემაც. მანაც, გვარამიას მსგავსად კონსტიტუციური ბრალის სამართლებრივი არგუმენტებით გაბათილების ნაცვლად პოლიტიკური განცხადებებისა და მოსარჩელეებზე თავდასხმის ტაქტიკას მიმართა. "ლელოს" ლიდერის ამ ქმედებას კი ადრესატების პროტესტი დარბაზშივე მოჰყვა.

პლენუმმა სასამართლოს უპატივცემულობად მიიჩნია "ლელოს" კიდევ ერთი ლიდერის - გიორგი სიორიძის განცხადება, რომელმაც სასამართლო სისტემას უნდობლობა საჯაროდ და თან საკონსტიტუციო სასამართლოში გამოუცხადა. არაეთიკურ განცხადებას დარბაზში ხმაური და თავად სიორიძის აღიარება მოჰყვა, რომ ეს მისი პოლიტიკური პოზიცია იყო.

მოსარჩელე მხარეს, რიგით მე-7 სხდომამ, დღეს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ოპოზიციურ პარტიებს სამართლებრივი არგუმენტების მწვავე დეფიციტი აქვთ. პოლიტიკური და პოპულისტური განცხადებებით კი ცდილობენ საზოგადოებას შეუქმნან აღმა, რომ ბრალდებების გაქარწყლება შეუძლიათ.- თუმცა კონტრარგუმენტები ამ დრომდე არც ერთი გამომსვლელისგან არ მოუსმენიათ.

საკონსტიტუციო სასამართლოს ტრიბუნას ხვალ დილიდან ისევ ლელო დაიკავებს, შემდეგ კი სასამართლოს წინაშე ახსნა- განმარტებით გახარიას პარტია წარდგება.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
„ჩვენთვის პოლიტიკაზე საუბარს აზრი არ აქვს“ – მოსამართლის რეპლიკა ოპოზიციის გაუქმების საქმის მე-7 დღესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები