პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კონსტიტუციური სარჩელის განხილვა - მოსარჩელე მხარე, 5 ოპოზიციურ პარტიას შეკითხვებს 2 დღის განმავლობაში უსვამდა, თუმცა პარტიები საკონსტიტუციო სასამართლოს ტრიბუნას ძირითადად პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებდნენ

საკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობატელეიმედიპოსტივირუსთავი 2

საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის განხილვაზე მოსარჩელე მხარემ ოპოზიცია ევროსასამართლოს ვერდიქტების უგულებელყოფასა და სასამართლო ტრიბუნის მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა.

იყო თუ არა ადამიანის უფლებათა დარევა, მათ შორის ღირსების უფლების, სიცოცხლის უფლების, პირადი ცხოვრების უფლების, საკუთრების უფლების ხელყოფა და სხვა ძირითად უფლებათა დარღვევა სისტემური და სისტემატური ხასიათის? - მოსარჩელე მხარის ამ შეკითხვით და სტრასბურგის სასამართლოს კონკრეტული გადაწყვეტილებებით გაიხსნა მე-16 სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოში. ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევა- სიცოცხლის უფლების ხელყოფა, წამება, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა, გამოხატვისა და საკუთრების უფლების ხელყოფა- 1999 წლიდან ევროსასამართლოს მიერ, საქართველოს მიმართ 284 საქმეზე დადგენილი დარღვევიდან, 227 გამამტყუნებელი ვერდიქტი 2004-12 წლებს- ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს ეხება. სანდრო გირგვლიანის, ვაზაგაშვილის, ბუტა რობაქიძის, სერგო თეთრაძის, როინ შავაძის, აკაკი ოჩიგავას, ე.წ კასრებისა და ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე - მოსარჩელე მხარემ დღეს იმ მძიმე დანაშაულების მხოლოდ მცირე ნაწილი გაიხსენა, რომელზეც სააკაშვილი და მისი ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები ქვეყნის შიგნით, თუ მის ფარგლებს გარეთ გაამტყუნეს.

წარსულის მძიმე ფაქტების შეხსენებამ, დარბაზში ყოფილი და მოქმედი "ნაციონალების გაღიზიანება" და პროტესტი გამოიწვია. სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსარჩელე მხარეს სიტყვა არაერთხელ შეაწყვეტინეს, რასაც დარბაზშივე მოჰყვა კანონმდებლებისა და მოსამართლის პასუხი - რომ ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოს ტრიბუნას მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებდა.

სამართლებრივი საკითხის, პოლიტიკურ ჭრილში გადატანის მცდელობა ჰქონდა ზაზა ბიბილაშვილსაც. რომელმაც ყველაფერზე ისაუბრა, გარდა შეკითხვაზე კონკრეტული პასუხისა. მიიღო მკაცრი გაფრთხილებაც და შენიშვნა, სასამართლოს უპატივცემულობის გამო.

მოპასუხის გამოსვლას სხდომათა დარბაზში კამათიც მოჰყვა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ზაზა ბიბილაშვილმა, ნაც მოძრაობის სისტემური დანაშაულების გამართლება დაიწყო, ანა წითლიძემ კი მისი გადაფარვა უფრო მძიმე რეპლიკით.

სააკაშვილის პარტიის წარმომადგენლების განცხადებას, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა დეპუტატი გიორგი ხახუბია, რომელმაც "ნაციონალურ მოძრაობას" მოუწოდა, თავი დაანებონ მისი ოჯახის ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას.

ოპოზიციამ საკუთარ პოლიტიკურ მიზნებს მოარგო, მოსარჩელეების მორიგი შეკითხვაც, რომელიც ორი ქართული კერძო მაუწყებლის - "იმედისა" და "პოსტივისთვის" დაწესებულ ბრიტანულ სანქციებს ეხებოდა. ნიკა გვარამიას, რომელიც, 2007 წლის 7 ნოემბერს, ტელეკომპანია იმედში შეჭრისა და მისი დარბევის დროს, სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსანი, უფრო კონკრეტულად კი გენერალური პროკურორის მოადგილე იყო, არც დღეს დაუმალავს სურვილი, რომ იმავე "იმედისა" და "პოსტივის" დასანქცირების, ან საერთოდ დახურვის მომხრეა.

გვარამიამ, მოსარჩელეების კითხვის საპასუხოდ, მცდარი უწოდა "რუსთავი 2-ის" საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებას, რომლითაც ევროსასამართლომ ძალაში დატოვა, ქართული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება- ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" კანონიერი მფლობელისთვის დაბრუნებასთან დაკავშირებით.

თავდასხმა თავისუფალ სიტყვაზე და დემოკრატიაზე - ასე შეფასდა კონსტიტუციური სარჩელის განხილვის მე-16 დღე მოსარჩელე მხარის მხრიდან. კანონმდებლების თქმით, ასაკრძალთა სიაში მყოფმა პარტიებმა დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მათთვის პრიორიტეტი - არა საკუთარი ქვეყნის ინტერესები და ადამიანის უფლებების დაცვა, არამედ უცხო დავალებების შესრულებაა, რაც მათ ანტიკონსტიტუციურ ბუნებაზე მეტყველებს.

მოსარჩელე მხარე, 5 ოპოზიციურ პარტიას შეკითხვებს 2 დღის განმავლობაში სხვადასხვა თემაზე უსვამდა, თუმცა საკუთარი პოზიციების სამართლებრივი არგუმენტაციით გამყარების ნაცვლად, პარტიები საკონსტიტუციო სასამართლოს ტრიბუნას ძირითადად მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებდნენ.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კონსტიტუციური სარჩელი და საქმის არსებითი განხილვა, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა - როგორ დასრულდება და რას აჩვენებს პროცესიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები