პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სტიქია სტამბოლში – ძლიერი წვიმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, დაიკეტა სკოლები

სტამბოლში ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, დაზიანდა 800-ზე მეტი სახლი და დროებით დაიხურა სკოლები. ქალაქის გუბერნატორის განცხადებით, სტამბოლში ბოლო 84 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ნალექი დაფიქსირდა.

სტიქია სტამბოლში – ძლიერი წვიმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, დაიკეტა სკოლები
ბათუმელები

თურქეთში, ქალაქ სტამბოლში, ძლიერი წვიმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 14 წლის ბიჭი, რომელიც დატბორილ პარკში დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა და 34 წლის მოქალაქე, რომელსაც ტროტუარზე ფეხი დაუცდა და თავი დაარტყა.

ოფიციალური ცნობებით, დაფიქსირდა 1277 წყალდიდობა, 15 მეწყერი, ათეულობით შემთხვევა, როცა ადამიანები სტიქიის ზონაში ჩარჩნენ, ასევე წაიქცა ხეები და დაზიანდა 800-ზე მეტი სახლი.

ძლიერმა წვიმამ დატბორა გზები, საცხოვრებელი სახლები და კომერციული ობიექტები მთელი სტამბოლის მასშტაბით.

გადაუდებელი დახმარების სამსახურებმა ამინდთან დაკავშირებული ინციდენტების შესახებ 2500-ზე მეტი შეტყობინება მიიღეს.

სტამბოლში აიკრძალა მოტოციკლებით გადაადგილება, სკოლები ორი დღით დაიხურა. სტამბოლის გუბერნატორმა დავუთ გიულმა გაავრცელა გაფრთხილება, რომლითაც სიფრთხილისაკენ მოუწოდა მოსახლეობას, განსაკუთრებით ქალაქის აზიურ მხარეს.

სტამბოლის გუბერნატორმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ სტამბოლში ბოლო 84 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი წვიმა დაფიქსირდა.

არახელსაყრელი ამინდის გამო, სტამბოლის აეროპორტებში 46 თვითმფრინავმა დაჯდომა ვერ შეძლო, ავიარეისები გადაიდო.

სინოპტიკოსების ცნობით, მოსალოდნელია, რომ სტამბოლში 14 ოქტომბრის ღამეს დაწყებული ძლიერი წვიმა 17 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

ფოტოზე: კადრები სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეომასალიდან

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოსტამბოლში ძლიერმა წვიმებმა სერიოზული პრობლემები შექმნა - სტიქიის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურისტამბოლში წყალდიდობას ორი ადამიანი ემსხვერპლა - დახურულია სკოლები
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
სტამბოლში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 4-მდე გაიზარდა - დაკარგულად ითვლება 3 ადამიანიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები