"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
რაგბი ევროპამ 2027 წლის ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე რუმინეთს, ბელგიასა და პოლონეთს დაუპირისპირდება. პირველ მატჩს ბორჯღალოსნები 6 თებერვალს სტუმრად, პოლონეთის წინააღმდეგ გამართავენ.

რაგბი ევროპამ 2027 წლის ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა. რადგან საქართველოს გასული ორი წლის (2025 და 2026) ჩემპიონატების ჯამში საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა, საქართველო ა ჯგიფში პირველ ნომრად განითესა და ჯგუფურ ეტაპზე რუმინეთთან (4), ბელგიასთან (5) და პოლონეთთან (8) ითამაშებს.
ბ ჯგუფში პორტუგალია (2), ესპანეთი (3), ნიდერლანდები (6) და შვეიცარია (7) მოხვდნენ. ჯგუფური ეტაპის შეხვედრები 6/7, 12/13/14 და 20/21 თებერვალს გაიმართება, რის შემდეგაც ჯგუფის ორ-ორი საუკეთესო გუნდი თასის ნახევარფინალში გავა, ქვედა ოთხეული კი მე-5-მე-8 ადგილებისთვის გააგრძელებს ბრძოლას. ნახევარფინალები 6/7 მარტსაა ჩანიშნული.
ფინალური რაუნდი ამჯერად რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში 14 მარტს შედგება და ყველა ადგილთან ერთად, თასის მფლობელის ვინაობაც გაირკვევა.
ბორჯღალოსნები ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს 6 თებერვალს სტუმრად, პოლონეთთან (რომელიც ალაფიდან გერმანიის ნაცვლად დაწინაურდა) გდინიაში გამართავენ; 13 თებერვალს ბელგიას ბრიუსელში ეთამაშებიან, 20 თებერვალს კი რუმინეთს თბილისში დაუხვდებიან. ჯგუფუერი ეტაპის დასრულების შემდეგ გაირკვევა ვინ იქნება ჩვენი მეტოქე ნახევარფინალში და სად გაიმართება შეხვედრა.
რაგბი ევროპის ჩემპიონი აქამდე 24-ჯერ გამოვლინდა და საქართველო ერთპიროვნული ლიდერია - თასი 17-ჯერ შემართა, აქედან 8-ჯერ (2018-2025) ზედიზედ. შარშან ფინალი პორტუგალიასთან დავთმეთ, რომელმაც ტიტული მეორედ მოიგო, 5-ჯერ კი ჩემპიონი რუმინეთი გახდა.
2027 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი
ა ჯგუფი
საქართველო
რუმინეთი
ბელგია
პოლონეთი
I ტური. 6 თებერვალი
ბელგია - რუმინეთი
პოლონეთი - საქართველო
II ტური. 12-13 თებერვალი
რუმინეთი - პოლონეთი
ბელგია - საქართველო
III ტური. 20 თებერვალი
საქართველო - რუმინეთი
პოლონეთი - ბელგია
ბ ჯგუფი
პორტუგალია
ესპანეთი
ნიდერლანდები
შვეიცარია
I ტური. 6-7 თებერვალი
ნიდერლანდები - ესპანეთი
შვეიცარია - პორტუგალია
II ტური. 13-14 თებერვალი
ნიდერლანდები - პორტუგალია
ესპანეთი - შვეიცარია
III ტური. 21 თებერვალი
შვეიცარია - ნიდერლანდები
პორტუგალია - ესპანეთი
6-7 მარტი. ნახევარფინალები
14 მარტი. ბუქარესტი (რუმინეთი). ფინალები
Rugby.ge
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…