კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
პარი სენ ჟერმენის პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი დოჰას კლინიკა ასპეტარში მუხლზე ოპერაციაგაკეთებულ ხვიჩა კვარაცხელიას ეწვია. კლუბის ხელმძღვანელმა ფეხბურთელს გამოჯანმრთელება უსურვა და სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

პსჟ-ს გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია მუხლზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ, დოჰას კლინიკა "ასპეტარში" კლუბის პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ მოინახულა. ეს "პარი სენ ჟერმენის" ხელმძღვანელის მხრიდან ტრავმირებული ფეხბურთელის მიმართ თანადგომის კარგი ჟესტია.
ალ-ხელაიფიმ კვარაცხელიას გამოჯანმრთელება და მოედანზე მალე დაბრუნება უსურვა.
კლუბმა ადრე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ რეაბილიტაციის პროცესში ქართველს ყოველმხრივ მხარდაჭერას გაუწევენ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…