პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ის, რისიც ყველას გვეშინოდა - პსჟ-მა კვარაცხელიას ტრავმაზე ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა

პსჟ-ის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიამ ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და ოპერაციას გაიკეთებს, რის გამოც წინასწარი ვარაუდით მოედანს დაახლოებით 9 თვით ჩამოშორდება.

ის, რისიც ყველას გვეშინოდა - პსჟ-მა კვარაცხელიას ტრავმაზე ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა
სპორტალი

ის, რისიც ყველას გვეშინოდა, საბოლოოდ დადასტურდა. პსჟ-მა თავის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ გუნდის ქართველმა ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა.

ჩვენებური უახლოეს დღეებში ოპერაციას გაიკეთებს და სარეაბილიტაციო პერიოდს დაიწყებს. წინასწარი ვარაუდით, ასეთი ტრავმისგან აღდგენას დაახლოებით 9 თვე სჭირდება.

პსჟ გუშინდელ მატჩში ორ ტრავმირებულ სხვა ფეხბურთელებზეც წერს. მარცხენა ბარძაყის ტრავმის გამო, უსმან დემბელე მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში მკურნალობას გააგრძელებს.

გუნდის კაპიტანი მარკინიოსი კი მარჯვენა ბარძაყის ტრავმის გამო, რამდენიმე კვირა იუქმებს.

ხვიჩას მძიმე ტრავმას RMC SPORT ეხმაურება და წერს: "ეს იყო ხოცვა-ჟლეტა, საფეხბურთო ომი მოედანზე და მსხვერპლშეწირვა. პსჟ-ს გამარჯვება ძვირად დაუჯდა", - აღნიშნავს გამოცემა

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ნეიტრალური 2
  1. სპორტალინეიტრალურიწინასწარი დიაგნოზი - კვარაცხელიამ შეიძლება ამ სეზონში ვერ ითამაშოს
  2. სპორტალინეიტრალური"კვარაცხელიას გარემოცვაში დიდი შეშფოთებაა" - L'Équipe ხვიჩას ტრავმაზე წერს
მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
"შესაძლოა, ქირურგიული ჩარევის ახალმა მეთოდებმა ეს გააკეთოს" - ფრანგმა ჟურნალისტმა კვარაცხელიას მოედანზე დაბრუნების სავარაუდო თარიღი დაასახელაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები