ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კახა კალაძე – მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ მოვაჭრეების ბედი ჩვენთვის სულერთი არ არის, მათ საშუალება ექნებათ, თავიანთი საქმიანობა სავაჭრო სივრცეებში გააგრძელონ

თბილისის მერია

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგურ „მარჯანიშვილთან“ გარევაჭრობის აკრძალვის შემდეგ მოვაჭრეებს საქმიანობის გაგრძელება სავაჭრო სივრცეებში — „ქალაქის გულსა“ და „თერგში“ შეეძლებათ.

კახა კალაძე – მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ მოვაჭრეების ბედი ჩვენთვის სულერთი არ არის, მათ საშუალება ექნებათ, თავიანთი საქმიანობა სავაჭრო სივრცეებში გააგრძელონ
კახა კალაძე – მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ მოვაჭრეების ბედი ჩვენთვის სულერთი არ არის, მათ საშუალება ექნებათ, თავიანთი საქმიანობა სავაჭრო სივრცეებში გააგრძელონპირველი არხი

მოვაჭრეებს, რომლებიც მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობდნენ, თავიანთი საქმიანობის გაგრძელების საშუალება სავაჭრო სივრცეებში ექნებათ.

გარევაჭრობის აღკვეთისა და უნებართვო კონსტრუქციების აღების ფაქტზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

„როგორც იცით, გარევაჭრობა აკრძალულია, მით უფრო, როდესაც მსგავსი არაორგანიზებული ვაჭრობა ხდება მეტროსადგურების მიმდებარედ, სადაც გადაადგილდება უამრავი ადამიანი. არაერთი თხოვნა, წერილი და სატელეფონო ზარი იყო მოსახლეობის მხრიდან, რომ მოგვეწესრიგებინა „მარჯანიშვილის“ მეტროს შესასვლელთან არსებული ტერიტორია, რადგან მოქალაქეები ვერ ახერხებდნენ დაუბრკოლებლად გადაადგილებას, რომ აღარაფერი ვთქვათ ანტისანიტარიასა და ისტორიულ არეალში ქალაქის იერსახის დამახინჯებაზე“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერია გეგმავს მარჯანიშვილის მოედნის რეაბილიტაციას, რაც ახლო მომავალში უნდა განხორციელდეს.

რაც შეეხება მოვაჭრეებს, მერის განცხადებით, მათ არაერთხელ მიეცათ გაფრთხილება, თუმცა უშედეგოდ.

„აქვე უნდა ვთქვა, რომ ჩვენთვის ამ ადამიანების ბედი არ არის სულერთი და ძალიან კარგად გვესმის მათი მდგომარეობა. შემთხვევითი არ არის ის, რომ დედაქალაქის მუნიციპალიტეტს აქვს ძალიან ბევრი პროგრამა ჯანდაცვის, სოციალური თუ ეკონომიკური მიმართულებით, რათა დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომელთაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდებათ თანადგომა. ასევე, მესმის იმ ადამიანების, რომლებიც მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საქმიანობდნენ. მერწმუნეთ, არავის უნდა, რომ მათი ოჯახები დარჩნენ შემოსავლის გარეშე. შესაბამისად, აღმკვეთი ღონისძიების პარალელურად, ჩვენ დაწყებული გვქონდა მოძიება სავაჭრო სივრცეების, სადაც ეს ადამიანები შეძლებენ თავიანთი საქმიანობის განხორციელებას. უკვე მოძიებულია ასეთი სავაჭრო ადგილები – „ქალაქის გული“ და „თერგი“. „მარჯანიშვილის“ მეტროსთან მოვაჭრეებს შეუძლიათ, ამ სავაჭრო სივრცეებში გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა დაავალა ჩუღურეთის რაიონის გამგებელ დავით მაქაცარიას, კიდევ ერთხელ შეხვდეს ამ ადამიანებს და დეტალურად გააცნოს, თუ რას სთავაზობს თბილისის მერია მათ.

ამასთან, თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებს, რომლებიც თავიანთ მოვალეობას კეთილსინდისიერად ასრულებენ.

„მინდა, ხაზი გავუსვა თბილისის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლების შრომას, რომლებიც, არაერთი წინააღმდეგობისა და სრულიად დაუმსახურებელი ლანძღვა-გინების მიუხედავად, კეთილსინდისიერად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას და აღასრულებენ კანონს, რათა ჩვენი ქალაქი იყოს მოწესრიგებული და დაცული იყოს თბილისელების ინტერესები. მადლობა, რომ დგახართ თბილისის სადარაჯოზე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. BM.GEოპოზიციურიმარჯანიშვილზე დახლების დემონტაჟის შემდეგ, სად სთავაზობს მერია ალტერნატიულ ფართებს გარემოვაჭრეებს?
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„როგორც იცით, გარევაჭრობა აკრძალულია, მით უფრო, როდესაც მსგავსი არაორგანიზებული ვაჭრობა ხდება მეტროსადგურების მიმდებარედ, სადაც გადაადგილდება უამრავი ადამიანი. არაერთი თხოვნა, წერილი და სატელეფონო ზარი იყო მოსახლეობის მხრიდან, რომ მოგვეწესრიგებინა „მარჯანიშვილის“ მეტროს შესასვლელთან არსებული ტერიტორია, რადგან მოქალაქეები ვერ ახერხებდნენ დაუბრკოლებლად გადაადგილებას, რომ აღარაფერი ვთქვათ ანტისანიტარიასა და ისტორიულ არეალში ქალაქის იერსახის დამახინჯებაზე“
„აქვე უნდა ვთქვა, რომ ჩვენთვის ამ ადამიანების ბედი არ არის სულერთი და ძალიან კარგად გვესმის მათი მდგომარეობა. შემთხვევითი არ არის ის, რომ დედაქალაქის მუნიციპალიტეტს აქვს ძალიან ბევრი პროგრამა ჯანდაცვის, სოციალური თუ ეკონომიკური მიმართულებით, რათა დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომელთაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდებათ თანადგომა. ასევე, მესმის იმ ადამიანების, რომლებიც მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საქმიანობდნენ. მერწმუნეთ, არავის უნდა, რომ მათი ოჯახები დარჩნენ შემოსავლის გარეშე. შესაბამისად, აღმკვეთი ღონისძიების პარალელურად, ჩვენ დაწყებული გვქონდა მოძიება სავაჭრო სივრცეების, სადაც ეს ადამიანები შეძლებენ თავიანთი საქმიანობის განხორციელებას. უკვე მოძიებულია ასეთი სავაჭრო ადგილები – „ქალაქის გული“ და „თერგი“. „მარჯანიშვილის“ მეტროსთან მოვაჭრეებს შეუძლიათ, ამ სავაჭრო სივრცეებში გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა“
კახა კალაძე
„მინდა, ხაზი გავუსვა თბილისის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლების შრომას, რომლებიც, არაერთი წინააღმდეგობისა და სრულიად დაუმსახურებელი ლანძღვა-გინების მიუხედავად, კეთილსინდისიერად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას და აღასრულებენ კანონს, რათა ჩვენი ქალაქი იყოს მოწესრიგებული და დაცული იყოს თბილისელების ინტერესები. მადლობა, რომ დგახართ თბილისის სადარაჯოზე“
კახა კალაძე
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
მერიამ „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციები დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები