მიხეილ სარჯველაძე გადაუდებელი მედიცინისა და ინტენსიური თერაპიის საერთაშორისო სკოლა-კონფერენციას დაესწრო და მონ
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გადაუდებელი მედიცინისა და ინტენსიური თერაპიის საერთაშორისო სკოლა-კონფერენციას დაესწრო და სამეცნიერო ცოდნის კლინიკურ პრაქტიკაში ინტეგრაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გადაუდებელი მედიცინისა და ინტენსიური თერაპიის საერთაშორისო სკოლა-კონფერენციას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
მინისტრმა ხაზი გაუსვა სამეცნიერო ცოდნის კლინიკურ პრაქტიკაში დროული ინტეგრაციის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ თანამედროვე მედიცინის განვითარებისთვის აუცილებელია, სამეცნიერო კვლევების შედეგები და ინოვაციური მიდგომები პრაქტიკულ საქმიანობაში სწრაფად აისახოს. მისი განცხადებით, სწორედ ამ პროცესს უწყობს ხელს მსგავსი საერთაშორისო ღონისძიებები, რომლებიც პროფესიონალებს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების, ახალი მიდგომების გაცნობისა და პროფესიული კავშირების გაღრმავების შესაძლებლობას აძლევს.
საერთაშორისო სკოლა-კონფერენცია 12-14 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით იმართება.
კონფერენციის ფარგლებში განიხილება კრიტიკული მდგომარეობების მართვის თანამედროვე სტანდარტები, სეფსისი და მძიმე ინფექციები, რესპირატორული უკმარისობა, ტრავმა, პედიატრიული და ნეონატალური პაციენტების გადაუდებელი დახმარება, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მედიცინაში და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
კონფერენციის პროგრამაში მონაწილეობს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრიც. ცენტრის წარმომადგენლები პრეჰოსპიტალური დახმარების, გადაუდებელი მდგომარეობების მართვისა და კრიტიკული მედიცინის თანამედროვე მიდგომებსა და გამოწვევებს განიხილავენ.
კონფერენციის გახსნის ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ირაკლი ნატროშვილი, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები ესწრებოდნენ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…