რასა იუკნევიჩიენე ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობას “ოცნებას“ აკისრებს
ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის გაუარესებაზე სრულ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებს მას შემდეგ, რაც პოლიტიკოსი ციხიდან კლინიკაში ეტლით გადაიყვანეს.

ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას “ქართულ ოცნებას“ აკისრებს.
„ელენე ხოშტარია ციხიდან კლინიკაში ეტლით მიიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გისოსებს მიღმა გაუარესდა. ჯანმრთელობაზე სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება.
ევროპარლამენტმა მისი გათავისუფლება არაერთხელ მოითხოვა“, – წერს რასა იუკნევიჩიენე X-ზე.
დღეს გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს.
კადრებში, რომელიც „სანდო წყარომ“ გაავრცელა, ჩანს, რომ პოლიტიკოსი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება და ეტლს იყენებს.
მოგვიანებით “კოალიცია ცვლილებისთვის“ პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხოშტარია თოდუას კლინიკაში გეგმიური კვლევებისთვის გადაიყვანეს
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაციტატები სტატიიდან
„ელენე ხოშტარია ციხიდან კლინიკაში ეტლით მიიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გისოსებს მიღმა გაუარესდა. ჯანმრთელობაზე სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება. ევროპარლამენტმა მისი გათავისუფლება არაერთხელ მოითხოვა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…