ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა კერესელიძე – ხელისუფლებაა დამნაშავე ევროკავშირთან გაფუჭებულ ურთიერთობებზე, შეჩერებულ ევროინტეგრაციასა და პარტნიორულ ურთიერთობებზე

ქართული ოცნება

ევროკავშირთან გაფუჭებულ ურთიერთობებსა და შეჩერებულ ევროინტეგრაციაზე პასუხისმგებლობა 100%-ით მმართველ გუნდს ეკისრება, აცხადებს საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე შალვა კერესელიძე.

შალვა კერესელიძე – ხელისუფლებაა დამნაშავე ევროკავშირთან გაფუჭებულ ურთიერთობებზე, შეჩერებულ ევროინტეგრაციასა და პარტნიორულ ურთიერთობებზე
შალვა კერესელიძე – ხელისუფლებაა დამნაშავე ევროკავშირთან გაფუჭებულ ურთიერთობებზე, შეჩერებულ ევროინტეგრაციასა და პარტნიორულ ურთიერთობებზეპირველი არხი

ხელისუფლებაა დამნაშავე ევროკავშირთან გაფუჭებულ ურთიერთობებზე, შეჩერებულ ევროინტეგრაციასა და პარტნიორულ ურთიერთობებზე, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, შალვა კერესელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანა თუ მიდის დემოკრატიისკენ და აქვს ევროინტეგრაციის სურვილი, წარმოუდგენელია, დევნო განსხვავებული აზრი, აკრძალო პოლიტიკური პარტიები, გყავდეს პოლიტიკური პატიმრები.

„ის, რომ ევროკავშირში საქართველოს მიმართ განწყობები და დამოკიდებულება არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს, აქამდეც ვიცოდით. ამ კუთხით პასუხისმგებლობა 100%-ით მმართველ გუნდს და ხელისუფლებას ეკისრება. ხელისუფლებაა დამნაშავე ევროკავშირთან გაფუჭებულ ურთიერთობებზე, შეჩერებულ ევროინტეგრაციასა და პარტნიორულ ურთიერთობებზე. თუ მივდივართ დემოკრატიისკენ და გვაქვს ევროინტეგრაციის სურვილი, წარმოუდგენელია, დევნო სახელმწიფოში განსხვავებული აზრი, აკრძალო პოლიტიკური პარტიები, გყავდეს ახალგაზრდა პოლიტიკური პატიმრები და ა.შ. მიდგომა უნდა შეიცვალოს, უნდა შეიცვალოს დამოკიდებულება, პოლიტიკა, მაგრამ ააქვს „ქართულ ოცნებას“ ამის შესაძლებლობა და სურვილი? შესწევს ამის უნარი? ვფიქრობ, არ შესწევს. საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების და კორუფციული გავლენების შენარჩუნების მიზნით ყველაფერი გააკეთეს, მათ შორის, ზურგი შეაქციეს და გააფუჭეს სტრატეგიული ურთიერთობები პარტნიორ სახელმწიფოებთან, პარტნიორ სახელმწიფოებთან, რომლებიც იყვნენ ჩვენი ქვეყნის განვითარების და ტერიტორიული ერთიანობის შენარჩუნების გარანტი. არასდროს დავრჩენილვართ მარტო ოკუპანტი რუსეთის ფედერაციის წინაშე, მაგრამ ეს ურთიერთობები, სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში, დაამსხვრიეს და გააფუჭეს“, – განაცხადა შალვა კერესელიძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ის, რომ ევროკავშირში საქართველოს მიმართ განწყობები და დამოკიდებულება არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს, აქამდეც ვიცოდით. ამ კუთხით პასუხისმგებლობა 100%-ით მმართველ გუნდს და ხელისუფლებას ეკისრება. ხელისუფლებაა დამნაშავე ევროკავშირთან გაფუჭებულ ურთიერთობებზე, შეჩერებულ ევროინტეგრაციასა და პარტნიორულ ურთიერთობებზე. თუ მივდივართ დემოკრატიისკენ და გვაქვს ევროინტეგრაციის სურვილი, წარმოუდგენელია, დევნო სახელმწიფოში განსხვავებული აზრი, აკრძალო პოლიტიკური პარტიები, გყავდეს ახალგაზრდა პოლიტიკური პატიმრები და ა.შ. მიდგომა უნდა შეიცვალოს, უნდა შეიცვალოს დამოკიდებულება, პოლიტიკა, მაგრამ ააქვს „ქართულ ოცნებას“ ამის შესაძლებლობა და სურვილი? შესწევს ამის უნარი? ვფიქრობ, არ შესწევს. საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების და კორუფციული გავლენების შენარჩუნების მიზნით ყველაფერი გააკეთეს, მათ შორის, ზურგი შეაქციეს და გააფუჭეს სტრატეგიული ურთიერთობები პარტნიორ სახელმწიფოებთან, პარტნიორ სახელმწიფოებთან, რომლებიც იყვნენ ჩვენი ქვეყნის განვითარების და ტერიტორიული ერთიანობის შენარჩუნების გარანტი. არასდროს დავრჩენილვართ მარტო ოკუპანტი რუსეთის ფედერაციის წინაშე, მაგრამ ეს ურთიერთობები, სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში, დაამსხვრიეს და გააფუჭეს“
შალვა კერესელიძე
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?