მადრიდში, ესპანეთის ტრანსპორტის სამინისტროსთან მატარებლების შეჯახების გამო საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელიც არეულობაში გადაიზარდა
მადრიდში მატარებლების შეჯახების გამო, რასაც 68 ადამიანი ემსხვერპლა, გამართული საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა; მომიტინგეები ტრანსპორტის მინისტრ ოსკარ პუენტეს გადადგომას ითხოვდნენ.

მადრიდში, ესპანეთის ტრანსპორტის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართა მას შემდეგ, რაც ჩქაროსნული მატარებლების შეჯახების შედეგად 68 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა.
მედიის ცნობით, ასეულობით დემონსტრანტი სამინისტროს შენობასთან შეიკრიბა და ტრანსპორტის მინისტრის, ოსკარ პუენტეს გადადგომა მოითხოვა.
საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. ადგილზე მობილიზებული იყო სპეციალური დანიშნულების რაზმები.
ესპანეთის მთავრობის ცნობით, მომიტინგეებს შორის ულტრამემარჯვენე ჯგუფებიც იყვნენ. ტრანსპორტის სამინისტროს შენობის წინ დაახლოებით 500 დემონსტრანტი შეიკრიბა, რომლებმაც ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება გამოთქვეს.
მედიის ცნობით, პოლიციამ ხალხის დასაშლელად ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…