უკრაინის ომბუდსმენი - ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი უკვე 54 საათია გრძელდება - პარასკევს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება მოხდება
უკრაინის ომბუდსმენ დმიტრო ლუბინეცის განცხადებით, ოკუპირებულ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტა 54 საათია გრძელდება და პარასკევს ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდება იგეგმება.

ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი უკვე 54 საათია გრძელდება - პარასკევს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება მოხდება, - ამის შესახებ უკრაინის ომბუდსმენმა, დმიტრო ლუბინეცმა განაცხადა.
უკრაინის ომბუდსმენის ცნობით, ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებული ქალაქის, ოლეშკის მიდამოებში ჰუმანიტარული მისიის შესასრულებლად აუცილებელ მარშრუტებზე განაღმვითი სამუშაოები მიმდინარეობს.
„ამავდროულად, ჰუმანიტარულ დახმარებას ვამზადებთ, რომლის მიწოდებასაც ოლეშკიში ხვალ ვგეგმავთ. შეთანხმებულ პირობებს ორივე მხარე სრულად იცავს, სიჩუმის რეჟიმის დარღვევა არ დაფიქსირებულა“, - განაცხადა ლუბინეცმა.
უკრაინის ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ მუდმივ კონტაქტშია თავის რუს კოლეგასთან, იანა ლანტრატოვასთან და შეთანხმების პირობების კოორდინაციას ახორციელებს.
ლუბინეცმა აშშ-ის პირველ ლედს, მელანია ტრამპს მადლობა გადაუხადა.
მანამდე, აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ტელეკომპანია Newsmax-ის ოთხი ჟურნალისტი ოლეშკიში ჰუმანიტარულ მისიას ადგილზე დააკვირდებიან და მის დოკუმენტირებას მოახდენენ.
ციტატები სტატიიდან
„ამავდროულად, ჰუმანიტარულ დახმარებას ვამზადებთ, რომლის მიწოდებასაც ოლეშკიში ხვალ ვგეგმავთ. შეთანხმებულ პირობებს ორივე მხარე სრულად იცავს, სიჩუმის რეჟიმის დარღვევა არ დაფიქსირებულა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…