ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სეს - ფიტოსანიტარიული კონტროლის სისტემის საკითხებს სავაჭრო პარტნიორებთან აქტიურად განვიხილავთ - წლის ბოლომდე დაგეგმილია შეთანხმებების განხილვა აზერბაიჯანის, რუსეთის, სომხეთისა და ბულგარეთის შესაბამის უწყებებთან

სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ქართული აგროპროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობისთვის წლის ბოლომდე ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებების განხილვა იგეგმება აზერბაიჯანის, რუსეთის, სომხეთისა და ბულგარეთის შესაბამის უწყებებთან.

სეს - ფიტოსანიტარიული კონტროლის სისტემის საკითხებს სავაჭრო პარტნიორებთან აქტიურად განვიხილავთ - წლის ბოლომდე დაგეგმილია შეთანხმებების განხილვა აზერბაიჯანის, რუსეთის, სომხეთისა და ბულგარეთის შესაბამის უწყებებთან
სეს - ფიტოსანიტარიული კონტროლის სისტემის საკითხებს სავაჭრო პარტნიორებთან აქტიურად განვიხილავთ - წლის ბოლომდე დაგეგმილია შეთანხმებების განხილვა აზერბაიჯანის, რუსეთის, სომხეთისა და ბულგარეთის შესაბამის უწყებებთანინტერპრესნიუსი

სურსათის ეროვნული სააგენტო ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობისა და უსაფრთხო ვაჭრობის უზრუნველყოფის მიზნით, სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან ფიტოსანიტარიული კონტროლისა და სერტიფიცირების საკითხებზე აქტიურად თანამშრომლობს - საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, წლის ბოლომდე დაგეგმილია ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებების განხილვა აზერბაიჯანის, რუსეთის, სომხეთისა და ბულგარეთის შესაბამის უწყებებთან,- ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, თანამშრომლობა მოიცავს ფიტოსანიტარიული კონტროლის სისტემების, ლაბორატორიული შესაძლებლობებისა და საექსპორტო პროდუქციაში პესტიციდების ნარჩენების კონტროლის მექანიზმების გაცნობას, გამოცდილების გაზიარებასა და ერთიანი მიდგომების ჩამოყალიბებას.

საქართველო 2015 წლიდან ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის (EPPO) წევრია, რაც საერთაშორისო ფიტოსანიტარიული სტანდარტების დანერგვას, მცენარეთა დაცვის სფეროში ინფორმაციის გაცვლასა და უსაფრთხო ვაჭრობის ხელშეწყობას ითვალისწინებს. ბოლო პერიოდში, კლიმატურმა ცვლილებებმა და მავნე ორგანიზმების გააქტიურებამ ამ საკითხების აქტუალობა კიდევ უფრო გაზარდა.

„სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტისას ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან ერთად განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პესტიციდების ნარჩენების კონტროლს. სახელმწიფო მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად სხვადასხვა სახეობის სურსათის 200-მდე ნიმუში მოწმდება. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში დარღვევები არ გამოვლენილა“, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ზურაბ ლიპარტიამ.

საქართველოს კონტროლის სისტემის ეფექტიანობის მაგალითია ევროკავშირის ექსპერტების მიერ ჩატარებული საექსპორტო თხილის კონტროლის სისტემის აუდიტი, რომლის დადებითმა შეფასებამ ევროკავშირის საზღვარზე ტვირთების შემოწმების სიხშირის შემცირებას შეუწყო ხელი.

საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, წლის ბოლომდე დაგეგმილია ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებების განხილვა აზერბაიჯანის, რუსეთის, სომხეთისა და ბულგარეთის შესაბამის უწყებებთან.

„საერთაშორისო სტანდარტების დაცვა და გამჭვირვალე ფიტოსანიტარიული კონტროლი ჩვენი უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია. პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობა ხელს უწყობს ქართული პროდუქციის მიმართ ნდობის განმტკიცებას, ექსპორტის ზრდასა და ახალი სავაჭრო შესაძლებლობების შექმნას“, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა გიორგი იაკობაშვილმა.

მიმდინარე წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მცენარეული წარმოშობის პროდუქციის ექსპორტისთვის 8730 ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი გასცა.

ცნობისთვის, რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურმა („როსსელხოზნადზორი“) გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის სპეციალისტები ეწვევიან.

„საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს მოწვევით, 2026 წლის 2 ნოემბრიდან „როსსელხოზნადზორის“ დელეგაცია საქართველოდან რუსეთში გასაგზავნი თესლოვანი და კურკოვანი კულტურების ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების სისტემას გაეცნობა“, - ნათქვამია რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის („როსსელხოზნადზორის“) განცხადებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოსურსათის ეროვნული სააგენტო ექსპორტის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით ფიტოსანიტარიული კონტროლის სისტემის საკითხებს სავაჭრო პარტნიორებთან აქტიურად განიხილავს
  2. იმედინიუსისამთავრობოსურსათის ეროვნული სააგენტო ექსპორტის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით ფიტოსანიტარიული კონტროლის სისტემის საკითხებს სავაჭრო პარტნიორებთან აქტიურად განიხილავს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს მოწვევით, 2026 წლის 2 ნოემბრიდან „როსსელხოზნადზორის“ დელეგაცია საქართველოდან რუსეთში გასაგზავნი თესლოვანი და კურკოვანი კულტურების ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების სისტემას გაეცნობა“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
„როსსელხოზნადზორი“ საქართველოში ხილ-ბოსტნეულის ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების სისტემას გაეცნობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები