ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სურსათის ეროვნული სააგენტო ექსპორტის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით ფიტოსანიტარიული კონტროლის სისტემის საკითხებს სავაჭრო პარტნიორებთან აქტიურად განიხილავს

სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტო ექსპორტის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით სავაჭრო პარტნიორებთან ფიტოსანიტარიული კონტროლის სისტემებზე თანამშრომლობს. უწყების ცნობით, წელს ექსპორტისთვის 8730 სერტიფიკატი გაიცა, ხოლო წლის ბოლომდე შეთანხმებები რუსეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან და ბულგარეთთან განიხილება.

სურსათის ეროვნული სააგენტო ექსპორტის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით ფიტოსანიტარიული კონტროლის სისტემის საკითხებს სავაჭრო პარტნიორებთან აქტიურად განიხილავს
სურსათის ეროვნული სააგენტო ექსპორტის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით ფიტოსანიტარიული კონტროლის სისტემის საკითხებს სავაჭრო პარტნიორებთან აქტიურად განიხილავსიმედინიუსი

სურსათის ეროვნული სააგენტო ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობისა და უსაფრთხო ვაჭრობის უზრუნველყოფის მიზნით, სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან ფიტოსანიტარიული კონტროლისა და სერტიფიცირების საკითხებზე აქტიურად თანამშრომლობს, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, თანამშრომლობა მოიცავს ფიტოსანიტარიული კონტროლის სისტემების, ლაბორატორიული შესაძლებლობებისა და საექსპორტო პროდუქციაში პესტიციდების ნარჩენების კონტროლის მექანიზმების გაცნობას, გამოცდილების გაზიარებასა და ერთიანი მიდგომების ჩამოყალიბებას.

საქართველო 2015 წლიდან ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის (EPPO) წევრია, რაც საერთაშორისო ფიტოსანიტარიული სტანდარტების დანერგვას, მცენარეთა დაცვის სფეროში ინფორმაციის გაცვლასა და უსაფრთხო ვაჭრობის ხელშეწყობას ითვალისწინებს. ბოლო პერიოდში, კლიმატურმა ცვლილებებმა და მავნე ორგანიზმების გააქტიურებამ ამ საკითხების აქტუალობა კიდევ უფრო გაზარდა.

„სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტისას ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან ერთად განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პესტიციდების ნარჩენების კონტროლს. სახელმწიფო მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად სხვადასხვა სახეობის სურსათის 200-მდე ნიმუში მოწმდება. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში დარღვევები არ გამოვლენილა“, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ზურაბ ლიპარტიამ.

საქართველოს კონტროლის სისტემის ეფექტიანობის მაგალითია ევროკავშირის ექსპერტების მიერ ჩატარებული საექსპორტო თხილის კონტროლის სისტემის აუდიტი, რომლის დადებითმა შეფასებამ ევროკავშირის საზღვარზე ტვირთების შემოწმების სიხშირის შემცირებას შეუწყო ხელი.

საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, წლის ბოლომდე დაგეგმილია ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებების განხილვა აზერბაიჯანის, რუსეთის, სომხეთისა და ბულგარეთის შესაბამის უწყებებთან.

„საერთაშორისო სტანდარტების დაცვა და გამჭვირვალე ფიტოსანიტარიული კონტროლი ჩვენი უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია. პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობა ხელს უწყობს ქართული პროდუქციის მიმართ ნდობის განმტკიცებას, ექსპორტის ზრდასა და ახალი სავაჭრო შესაძლებლობების შექმნას“, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა გიორგი იაკობაშვილმა.

მიმდინარე წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მცენარეული წარმოშობის პროდუქციის ექსპორტისთვის 8730 ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი გასცა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოსურსათის ეროვნული სააგენტო ექსპორტის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით ფიტოსანიტარიული კონტროლის სისტემის საკითხებს სავაჭრო პარტნიორებთან აქტიურად განიხილავს
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურისეს - ფიტოსანიტარიული კონტროლის სისტემის საკითხებს სავაჭრო პარტნიორებთან აქტიურად განვიხილავთ - წლის ბოლომდე დაგეგმილია შეთანხმებების განხილვა აზერბაიჯანის, რუსეთის, სომხეთისა და ბულგარეთის შესაბამის უწყებებთან
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
„როსსელხოზნადზორი“ საქართველოში ხილ-ბოსტნეულის ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების სისტემას გაეცნობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები