გიორგი კახიანი: “საქართველოში განვითარებული პროცესები ქვეყნის გარედან იყო დაფინანსებული. დღეს მსგავსი პროცესები ევროპის ქვეყნებშიც ვითარდება, რომელიც ასევე ამ ქვეყნების გარედან ფინანსდება. ეს იმაზე მეტყველებს, რომ კანონები, რომელიც თავის დროზე მივიღეთ, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება”
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანის მტკიცებით, საქართველოში და ევროპაში მიმდინარე საპროტესტო პროცესები გარედან ფინანსდება. ამასთან, დეპუტატმა 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმება დადებითად შეაფასა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი ევროპაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა და პარალელი საქართველოსთან გაავლო.
„კიდევ ერთხელ შეიძლება პარალელის გავლება: მაშინ, როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ ის პროცესები, რომელიც საქართველოში იყო, ეს იყო ქვეყნის გარედან დაფინანსებული პროცესები.
დღეს იგივე პროცესები, მსგავსი პროცესები, ასევე რომელიც ფინანსდება, როგორც ჩანს, ამ ქვეყნების გარედან, ვითარდება ამ ქვეყნებში. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ კანონები, რომელიც თავის დროზე მივიღეთ, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება“, – აღნიშნა კახიანმა.
კახიანმა 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმება დადებითად შეაფასა.
„როდესაც პირები ხვდებიან, რომ მათ ჩაიდინეს დანაშაული და ამას აღიარებენ და გარკვეულ სინანულს გამოთქვამენ, რა თქმა უნდა, ეს მისასალმებელი და სწორიც არის.
ჩემი აზრით, ასე უნდა იმოქმედონ სხვა მსჯავრდებულებმაც, იმიტომ, რომ იმ მოცემულობის ტყვეობაში არიან, რომელიც მათ თავზე მოახვიეს. ამიტომ, სახელმწიფო ასეთი პირების მიმართ, რომელიც აღიარებს და მოინანიებს თავის დანაშაულს, იქ ხვდება ადეკვატურად განწყობილი და შესაბამისი საპროცესო შეთანხმებების გაფორმებაც სწორედ ამას უკავშირდება“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაგიორგი კახიანი: საქართველოში განვითარებული პროცესები გარედან იყო დაფინანსებული. მსგავსი პროცესები ევროპის ქვეყნებშიც ვითარდება, რომელიც ასევე გარედან ფინანსდება. ეს მეტყველებს, რომ კანონები, რომელიც მივიღეთ, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება
გიორგი კახიანი: საქართველოში განვითარებული პროცესები, ქვეყნის გარედან იყო დაფინანსებული. დღეს მსგავსი პროცესები ევროპის ქვეყნებშიც ვითარდება, რომელიც ასევე ამ ქვეყნების გარედან ფინანსდება. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ის კანონები, რომელიც თავის დროზე მივიღეთ, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება
ციტატები სტატიიდან
„კიდევ ერთხელ შეიძლება პარალელის გავლება: მაშინ, როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ ის პროცესები, რომელიც საქართველოში იყო, ეს იყო ქვეყნის გარედან დაფინანსებული პროცესები. დღეს იგივე პროცესები, მსგავსი პროცესები, ასევე რომელიც ფინანსდება, როგორც ჩანს, ამ ქვეყნების გარედან, ვითარდება ამ ქვეყნებში. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ კანონები, რომელიც თავის დროზე მივიღეთ, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება“
„როდესაც პირები ხვდებიან, რომ მათ ჩაიდინეს დანაშაული და ამას აღიარებენ და გარკვეულ სინანულს გამოთქვამენ, რა თქმა უნდა, ეს მისასალმებელი და სწორიც არის. ჩემი აზრით, ასე უნდა იმოქმედონ სხვა მსჯავრდებულებმაც, იმიტომ, რომ იმ მოცემულობის ტყვეობაში არიან, რომელიც მათ თავზე მოახვიეს. ამიტომ, სახელმწიფო ასეთი პირების მიმართ, რომელიც აღიარებს და მოინანიებს თავის დანაშაულს, იქ ხვდება ადეკვატურად განწყობილი და შესაბამისი საპროცესო შეთანხმებების გაფორმებაც სწორედ ამას უკავშირდება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…