გიორგი კახიანი: საქართველოში განვითარებული პროცესები გარედან იყო დაფინანსებული. მსგავსი პროცესები ევროპის ქვეყნებშიც ვითარდება, რომელიც ასევე გარედან ფინანსდება. ეს მეტყველებს, რომ კანონები, რომელიც მივიღეთ, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება
გიორგი კახიანის მტკიცებით, საქართველოში განვითარებული პროცესები გარედან იყო დაფინანსებული, ხოლო ევროპაში მიმდინარე მსგავსი პროცესები ადასტურებს, რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება ეროვნულ ინტერესებს შეესაბამებოდა. მან ასევე მოიწონა 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმებების გაფორმება.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი ევროპაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა და პარალელი საქართველოსთან გაავლო.
კახიანის თქმით, საქართველოში განვითარებული პროცესები ქვეყნის გარედან იყო დაფინანსებული. მისივე განცხადებით, მსგავსი პროცესები დღეს სხვა ქვეყნებშიც ვითარდება, რომელიც ასევე ამ ქვეყნების გარედან ფინანსდება. მისივე შეფასებით, ეს ყველაფერი იმას ადასტურებს, რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამებოდა.
"კიდევ ერთხელ შეიძლება პარალელის გავლება, მაშინ, როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ ის პროცესები, რომელიც საქართველოში იყო, ეს იყო ქვეყნის გარედან დაფინანსებული პროცესები. დღეს იგივე პროცესები, მსგავსი პროცესები, ასევე რომელიც ფინანსდება როგორც ჩანს, ამ ქვეყნების გარედან, ვითარდება ამ ქვეყნებში. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ის კანონები, რომელიც თავის დროზე ჩვენ მივიღეთ, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება", - აღნიშნა კახიანმა.
კახიანმა ასევე 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმება დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ დანაშაულის აღიარება და მონანიება მისასალმებელია, სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატური მიდგომა კი სწორედ ამას ემსახურება.
"როდესაც პირები ხვდებიან, რომ მათ ჩაიდინეს დანაშაული და ამას აღიარებენ და გარკვეულ სინანულს გამოთქვამენ, რა თქმა უნდა, ეს მისასალმებელი და სწორიც არის. ჩემი აზრით, ასე უნდა იმოქმედონ სხვა მსჯავრდებულებმაც იმიტომ, რომ იმ მოცემულობის ტყვეობაში არიან, რომელიც მათ თავზე მოახვიეს. ამიტომ, სახელმწიფო ასეთი პირების მიმართ, რომელიც აღიარებს და მოინანიებს თავის დანაშაულს, იქ ხვდება ადეკვატურად განწყობილი და შესაბამისი საპროცესო შეთანხმებების გაფორმებაც სწორედ ამას უკავშირდება",- განაცხადა გიორგი კახიანმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაგიორგი კახიანი: საქართველოში განვითარებული პროცესები, ქვეყნის გარედან იყო დაფინანსებული. დღეს მსგავსი პროცესები ევროპის ქვეყნებშიც ვითარდება, რომელიც ასევე ამ ქვეყნების გარედან ფინანსდება. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ის კანონები, რომელიც თავის დროზე მივიღეთ, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება
გიორგი კახიანი: “საქართველოში განვითარებული პროცესები ქვეყნის გარედან იყო დაფინანსებული. დღეს მსგავსი პროცესები ევროპის ქვეყნებშიც ვითარდება, რომელიც ასევე ამ ქვეყნების გარედან ფინანსდება. ეს იმაზე მეტყველებს, რომ კანონები, რომელიც თავის დროზე მივიღეთ, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება”
ციტატები სტატიიდან
„კიდევ ერთხელ შეიძლება პარალელის გავლება, მაშინ, როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ ის პროცესები, რომელიც საქართველოში იყო, ეს იყო ქვეყნის გარედან დაფინანსებული პროცესები. დღეს იგივე პროცესები, მსგავსი პროცესები, ასევე რომელიც ფინანსდება როგორც ჩანს, ამ ქვეყნების გარედან, ვითარდება ამ ქვეყნებში. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ის კანონები, რომელიც თავის დროზე ჩვენ მივიღეთ, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება“
„როდესაც პირები ხვდებიან, რომ მათ ჩაიდინეს დანაშაული და ამას აღიარებენ და გარკვეულ სინანულს გამოთქვამენ, რა თქმა უნდა, ეს მისასალმებელი და სწორიც არის. ჩემი აზრით, ასე უნდა იმოქმედონ სხვა მსჯავრდებულებმაც იმიტომ, რომ იმ მოცემულობის ტყვეობაში არიან, რომელიც მათ თავზე მოახვიეს. ამიტომ, სახელმწიფო ასეთი პირების მიმართ, რომელიც აღიარებს და მოინანიებს თავის დანაშაულს, იქ ხვდება ადეკვატურად განწყობილი და შესაბამისი საპროცესო შეთანხმებების გაფორმებაც სწორედ ამას უკავშირდება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…