პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიორგი კახიანი: საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი დემოკრატიისთვის დამაზიანებელი ვერ იქნება - ეს კონსტიტუციით გაწერილი პროცესია

საკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი დემოკრატიისთვის დამაზიანებელი ვერ იქნება, რადგან ის კონსტიტუციითაა გაწერილი.

გიორგი კახიანი: საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი დემოკრატიისთვის დამაზიანებელი ვერ იქნება - ეს კონსტიტუციით გაწერილი პროცესია
იმედინიუსი

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი დემოკრატიისთვის დამაზიანებელი ვერ იქნება - ეს კონსტიტუციით გაწერილი პროცესია, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

მისი თქმით, ანალოგიური კანონმდებლობა ფაქტობრივად ყველა ქვეყანაში არსებობს და არაკონსტიტუციური საქმიანობით დაკავებული პარტიების საკითხს არეგულირებს.

„მე ვერ დავეთანხმები იმ განცხადებებს, რომ თითქოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი აზიანებს დემოკრატიულ პროცესებს. საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს კონსტიტუციური პროცესი. ეს არ არის პროცესი, რომელიც ჩვენ გამოვიგონეთ. ეს არის კონსტიტუციით გაწერილი პროცესი და ის დემოკრატიისთვის დამაზიანებელი ვერ იქნება.

ანალოგიური კანონმდებლობა ფაქტობრივად ყველა ქვეყანაში არსებობს. ეს კანონმდებლობა განსაზღვრავს, რომ პარტიების, რომლებიც არაკონსტიტუციურ საქმიანობას ეწევიან, არაკონსტიტუციურობის საკითხი შეიძლება დადგეს. ამიტომ ეს პროცესი ვერანაირად ვერ იქნება დამაზიანებელი, მით უმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ პარტიებზე, რომლებიც არაკონსტიტუციურ საქმიანობას ეწევიან.

სინამდვილეში, პირიქით არის. ისინი თავიანთი არაკონსტიტუციური საქმიანობით აზიანებენ დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპს. მათი საქმიანობა ანტიდემოკრატიულია და სწორედ ამიტომ დგას ეს საკითხი.

ასე რომ, ეს განცხადებები, რომლებიც კეთდება, გარკვეულწილად შეიძლება შეფასდეს, როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენის მცდელობა. მეორე მხრივ, ასეთი განცხადებების გაკეთებას არანაირი საფუძველი არ აქვს. სხვადასხვა ქვეყანაში პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობის 150 შემთხვევაა“, - აღნიშნა კახიანმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მე ვერ დავეთანხმები იმ განცხადებებს, რომ თითქოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი აზიანებს დემოკრატიულ პროცესებს. საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს კონსტიტუციური პროცესი. ეს არ არის პროცესი, რომელიც ჩვენ გამოვიგონეთ. ეს არის კონსტიტუციით გაწერილი პროცესი და ის დემოკრატიისთვის დამაზიანებელი ვერ იქნება. ანალოგიური კანონმდებლობა ფაქტობრივად ყველა ქვეყანაში არსებობს. ეს კანონმდებლობა განსაზღვრავს, რომ პარტიების, რომლებიც არაკონსტიტუციურ საქმიანობას ეწევიან, არაკონსტიტუციურობის საკითხი შეიძლება დადგეს. ამიტომ ეს პროცესი ვერანაირად ვერ იქნება დამაზიანებელი, მით უმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ პარტიებზე, რომლებიც არაკონსტიტუციურ საქმიანობას ეწევიან. სინამდვილეში, პირიქით არის. ისინი თავიანთი არაკონსტიტუციური საქმიანობით აზიანებენ დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპს. მათი საქმიანობა ანტიდემოკრატიულია და სწორედ ამიტომ დგას ეს საკითხი. ასე რომ, ეს განცხადებები, რომლებიც კეთდება, გარკვეულწილად შეიძლება შეფასდეს, როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენის მცდელობა. მეორე მხრივ, ასეთი განცხადებების გაკეთებას არანაირი საფუძველი არ აქვს. სხვადასხვა ქვეყანაში პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობის 150 შემთხვევაა“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიორგი კახიანი ოპოზიციაზე - არ მაქვს მოლოდინი, რომ რაიმეს სამართლებრივად დასაბუთებულად წარმოუდგენენ, რადგან ასეთი არგუმენტები არც არსებობს - კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ეს არის ერთიანი ძალა, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს კონსტიტუციური წყობილებისთვისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები