ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გერმანიაში დაკავებული ბელარუსის მოქალაქეები საბოტაჟის მცდელობაში არიან ეჭვმიტანილი

გერმანიაში ბელარუსის ორი მოქალაქე სარკინიგზო ხაზებზე საბოტაჟის მცდელობისა და რუმინეთში იარაღის ქარხანასთან რუსეთის დაკვეთით ხანძრის გაჩენის ეჭვით დააკავეს. რუმინული მხარე მათ ექსტრადიციას ითხოვს.

გერმანიაში დაკავებული ბელარუსის მოქალაქეები საბოტაჟის მცდელობაში არიან ეჭვმიტანილი
გერმანიაში დაკავებული ბელარუსის მოქალაქეები საბოტაჟის მცდელობაში არიან ეჭვმიტანილირადიო თავისუფლება

პროკურატურამ დაადასტურა გერმანული გამოცემა Der Spiegel-ის მიერ 28 ოქტომბერს გავრცელებული ცნობა, რომ ბელარუსის ორი მოქალაქე, 39 და 50 წლის მამაკაცები გერმანიაში დააკავეს ჯერ კიდევ ოქტომბრის დასაწყისში.

გამოძიების ვერსიით, ეჭვმიტანილები გერმანიის ბავარიის მხარეში გეგმავდნენ ხანძრების გაჩენას სარკინიგზო და ელექტროგადამცემ ხაზებთან. საქმეს მიუნხენის პროკურატურის სტრუქტურაში არსებული, ექსტრემიზმსა და ტერორიზმთან ბრძოლის სამმართველო იძიებს.

გერმანიაში დაკავებულებს რუმინეთი ადანაშაულებს რუსეთის დაკვეთით მოქმედებაში

ბელარუსის ორი მოქალაქე, რომლებიც გერმანიაში დააკავეს, ეჭვმიტანილი არიან რუსეთის დაკვეთით ხანძრის გაჩენაში რუმინეთის ქალაქ ბრაშოვში, იარაღის მწარმოებელ ქარხანა Carfil-თან ახლოს მდებარე სამრეწველო პლატფორმაზე. ეს ინციდენტი 2026 წლის სექტემბერში მოხდა.

ხანძრის გაჩენაში ეჭვმიტანილია უკრაინის მოქალაქეც, რომელიც ოქტომბრის მეორე ნახევარში პოლონეთში დააკავეს. რუმინეთი სამივეს ექსტრადიციას ითხოვს.

რუმინეთის დაზვერვის სამსახურმა 26 ოქტომბერს განაცხადა, რომ ადგილობრივ და უცხოელ პარტნიორებთან ერთად გამოავლინა საბოტაჟის მიზნით რუსეთის მიერ კოორდინირებული ქსელი, რომელიც მონაწილეობდა ხანძრის გაჩენაში ქალაქ ბრაშოვში.

დაზვერვის თანახმად, ქსელს, რომლის მისია არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ რუმინეთით, რუსი კოორდინატორების მიერ განსაზღვრული ჰქონდა რეგიონში სამიზნეთა ფართო სპექტრი - სამხედრო ინფრასტრუქტურა და სახელმწიფო და კერძო საწარმოები.

უკრაინაში რუსული არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ევროპის სხვადასხვა ქვეყანამ არაერთხელ განაცხადა სავარაუდოდ, რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული საბოტაჟის და დივერსიის აქტების, ან მათი მცდელობის შესახებ.

რუსეთი მსგავს ბრალდებებს უარყოფს და ევროპას ანტირუსულ პროპაგანდაში ადანაშაულებს.

სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტების მონაცემებით, მხოლოდ 2023-2024 წლებში ევროპაში ინციდენტები თითქმის ოთხჯერ გაიზარდა. სამიზნეებს შორის იყვნენ სატრანსპორტო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, საწყობები და საწარმოები, რომლებსაც კავშირი აქვთ უკრაინის სამხედრო დახმარებასთან.

ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა 2026 წლის აგვისტოში იყო გერმანიის ქალაქ ლაიფციგის აეროპორტში, სადაც დრონებით სცადეს უკრაინული სატვირთო თვითმფრინავის აფეთქება.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მედია - გერმანელი გამომძიებლები მიუნხენში თავდაცვითი კომპანიების მახლობლად გაჩენილ ხანძარს რუსეთის დაზვერვას უკავშირებენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები