პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გერმანიაში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს

ნატო

გერმანიაში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე ვადიმ ი. დააკავეს, რომელსაც პროკურატურის ცნობით, რუსული დაზვერვისთვის სამხედრო წარმოებასა და ნატოს ობიექტებზე ინფორმაციის შეგროვება ევალებოდა.

გერმანიაში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს
რუსთავი 2

გერმანიაში, ბრანდენბურგში, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით, უკრაინის მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ კარლსრუეს ფედერალურმა გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა.

გამოძიების ცნობით, ეჭვმიტანილი, ვადიმ ი., სულ მცირე 2025 წლის ივლისიდან შუამავლის მეშვეობით კონტაქტობდა რუსეთის სადაზვერვო სამსახურთან. რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში მას გერმანიის ტერიტორიიდან რუსული დაზვერვისთვის სამხედრო მნიშვნელობის ინფორმაცია უნდა მოეპოვებინა.

პროკურატურის განცხადებით, მოპოვებული ცნობები ეხებოდა ჯავშანტექნიკისა და საბრძოლო მასალის წარმოებას, ასაფეთქებელ ნივთიერებებს, ასევე პერსონალსა და იმ სამხედრო ობიექტებს, რომლებიც ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გამოიყენება. ინფორმაციის ნაწილი საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო, თუმცა სხვა დეტალებს ეჭვმიტანილი ევროპული თავდაცვის სექტორში მომუშავე პირებთან პირდაპირი კონტაქტით მოპოვებას ცდილობდა.

გერმანიის ფედერალური პროკურატურა იძიებს საქმეებს, რომლებიც ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება და უცხო სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობას უკავშირდება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიგერმანული მედია - გერმანიაში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს
  2. იმედინიუსისამთავრობოგერმანიაში, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით, უკრაინის მოქალაქე დააკავეს
  3. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიგერმანიის პოლიციამ დააკავა პირი, რომელსაც ბრალი ედება რუსეთის სადაზვერვო სამსახურისთვის ჯაშუშობაში
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
გერმანიის საგარეო დაზვერვის ყოფილი უფროსი ჯაშუშობისა და ღალატის ბრალდებით დააკავესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები