ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

მედია - გერმანელი გამომძიებლები მიუნხენში თავდაცვითი კომპანიების მახლობლად გაჩენილ ხანძარს რუსეთის დაზვერვას უკავშირებენ

გერმანელი გამომძიებლები მიუნხენში, თავდაცვითი კომპანიების მახლობლად გაჩენილ ხანძარს რუსეთის დაზვერვას უკავშირებენ. საქმეზე ბულგარეთის ორი მოქალაქეა დაკავებული.

მედია - გერმანელი გამომძიებლები მიუნხენში თავდაცვითი კომპანიების მახლობლად გაჩენილ ხანძარს რუსეთის დაზვერვას უკავშირებენ
მედია - გერმანელი გამომძიებლები მიუნხენში თავდაცვითი კომპანიების მახლობლად გაჩენილ ხანძარს რუსეთის დაზვერვას უკავშირებენინტერპრესნიუსი

გერმანელი გამომძიებლები მიუნხენში თავდაცვით კომპანიების მახლობლად გაჩენილ ხანძარს რუსეთის დაზვერვას უკავშირებენ. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Frankfurter Allgemeine Zeitung ავრცელებს.

კერძოდ, გერმანელი გამომძიებლები რუსეთის დაზვერვას უკავშირებენ ხანძარს, რომელიც სექტემბრის დასაწყისში მიუნხენში თავდაცვითი კომპანიების შტაბ-ბინების მახლობლად გაჩნდა. აღნიშნულ საქმეზე ბულგარეთის ორი მოქალაქეა დაკავებული.

ცნობისთვის, 3 სექტემბერს ღამე მიუნხენში მოძღვარი მანქანიდან სამშენებლო ობიექტზე ორი ცეცხლგამჩენი მოწყობილობა გადააგდეს. აღნიშნული ობიექტი ტექნოლოგიური და თავდაცვითი კომპანიების Rohde & Schwarz-ისა და Helsing-ის შტაბ-ბინების გვერდით მდებარეობს. კომპანია Helsing დრონებს აწარმოებს და მათ უკრაინელ სამხედროებს აწვდის.

გაჩენილი ხანძარი მალევე ჩააქრეს, ხოლო მეორე ცეცხლგამჩენი მოწყობილობა გაანეიტრალეს. საქმეზე ბულგარეთის ორი მოქალაქე დააკავეს - ქალი და მამაკაცი. წყაროების ინფორმაციით, ისინი შესაძლოა რუსეთის დაზვერვის ჯგუფში შედიოდნენ, რომელიც სლოვაკეთში მოქმედებს.

გერმანელ გამომძიებლებს მიაჩნიათ, რომ ლაიფციგის აეროპორტში დრონების თავდასხმისა და მიუნხენში ხანძრის უკან ერთი და იგივე ორგანიზატორი დგას - რუსეთის სამხედრო დაზვერვა.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.