ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აშშ-ის სამხედრო ძალებმა, ირანში ომის წარმოებაზე 47 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯეს - Reuters

აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანში ომის წარმოებაზე 47 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯეს, რაც თავდაცვის დეპარტამენტის ივლისის შეფასებას 25%-ზე მეტით აღემატება, იტყობინება Reuters-ი პენტაგონის მოპოვებულ მონაცემებზე დაყრდნობით.

აშშ-ის სამხედრო ძალებმა, ირანში ომის წარმოებაზე 47 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯეს - Reuters
აშშ-ის სამხედრო ძალებმა, ირანში ომის წარმოებაზე 47 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯეს - Reutersრუსთავი 2

აშშ-ის სამხედრო ძალებმა, ირანში ომის წარმოებაზე ამ დრომდე 47 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯეს. ეს თანხა თავდაცვის დეპარტამენტის ივლისის შეფასებას 25%-ზე მეტით აღემატება. ამის შესახებ Reuters-ი პენტაგონის მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება, რომლებიც სააგენტომ მოიპოვა.

მედიის ინფორმაციით, პენტაგონს ამ შეფასებასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. გამოცემა ასევე წერს, რომ ეს ინფორმაცია თავდაცვის დეპარტამენტს საჯაროდ არ გაუვრცელებია.

პენტაგონის ბოლო შეფასება ომის წარმოების ოპერატიულ ხარჯებზეა ფოკუსირებული: მისი პროგნოზით, კონფლიქტის დროს დახარჯული საბრძოლო მასალის შესავსებად 29 მილიარდ დოლარზე მეტი იქნება საჭირო.

კიდევ 6 მილიარდ დოლარზე მეტია საჭირო სამხედრო აღჭურვილობის შესაცვლელად და "პლატფორმის დანაკარგების" - საბრძოლო მოქმედებების დროს დაკარგული თვითმფრინავების, მათ შორის, დიდი რაოდენობით დაკარგული დრონების შესავსებად.

ირანის ომის მზარდი ხარჯების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება იმ ფონზე ხდება, როდესაც "რესპუბლიკელები" არაპოპულარული კონფლიქტის პოლიტიკურ შედეგებთან გამკლავებას ცდილობენ. 3 ნოემბრის არჩევნების შედეგად მომდევნო ორი წლის განმავლობაში კონგრესზე კონტროლის საკითხი გადაწყდება.

ომით გამოწვეულმა გლობალურ ენერგომატარებლებზე ფასების ზრდამ, "რესპუბლიკელი" კანდიდატების მხარდაჭერაზე ნეგატიურად იმოქმედა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწონების რეიტინგის შემცირება გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ ტრამპის "რესპუბლიკურ" პარტიას კონგრესის ორივე პალატაში მხოლოდ მცირე უმრავლესობა აქვს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოReuters: აშშ-მა ირანში მიმდინარე სამხედრო კამპანიაზე უკვე 47 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
The Wall Street Journal - აშშ-მა სპარსეთის ყურის ქვეყნები ირანთან ომის შესაძლო განახლების შესახებ გააფრთხილაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები