ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

პენტაგონმა კონგრესს აცნობა, რომ ირანთან დაკავშირებული ომი 45,1 მილიარდი დოლარი დაჯდა - CNN

CNN-ის ცნობით, ორ წყაროზე დაყრდნობით, პენტაგონმა კონგრესს აცნობა, რომ ირანთან დაკავშირებული ომი 45,1 მილიარდი დოლარი დაჯდა. გამოცემის თანახმად, ეს თანხა მოიცავს 3 სექტემბრის მდგომარეობით არსებულ 43,6 მილიარდ დოლარს და დამატებითი საწვავისთვის საჭირო 1,5 მილიარდი დოლარს, თუმცა შეფასება არ ასახავს ომის ხარჯების სრულ სურათს და არ მოიცავს დაზიანებული ბაზების აღდგენის ან არაპირდაპირ ხარჯებს.

პენტაგონმა კონგრესს აცნობა, რომ ირანთან დაკავშირებული ომი 45,1 მილიარდი დოლარი დაჯდა - CNN
პენტაგონმა კონგრესს აცნობა, რომ ირანთან დაკავშირებული ომი 45,1 მილიარდი დოლარი დაჯდა - CNNრუსთავი 2

ორ წყაროზე დაყრდნობით, პენტაგონმა კონგრესს აცნობა, რომ ირანთან მიმდინარე ომი 45,1 მილიარდი დოლარი დაჯდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ წყაროების ცნობით, უწყებამ კანონმდებლებს განუცხადა, რომ 3 სექტემბრის მდგომარეობით ომის ხარჯები 43,6 მილიარდ დოლარს შეადგენდა, რასაც დამატებითი საწვავისთვის საჭირო 1,5 მილიარდი დოლარიც დაემატა.

თუმცა, ეს შეფასება ომის ხარჯების სრულ სურათს არ ასახავს.

ერთ-ერთი წყაროს თქმით, მასში არ შედის დაზიანებული ბაზებისა თუ შენობების აღდგენის ხარჯები; ამასთან, კონგრესს არ მიეწოდა სამხედრო ოპერაციებთან დაკავშირებული არაპირდაპირი ხარჯების დეტალური გაშიფვრა, რასაც კანონმდებლები ითხოვდნენ.

როგორც CNN-ი წერს, პენტაგონის მიერ წარმოდგენილი 45,1 მილიარდი დოლარის ოდენობის შეფასება აღემატება კონგრესის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზს, რომლის მიხედვითაც 1-ელ აგვისტომდე ომის ღირებულება 38 მილიარდ დოლარს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ მანამდე პენტაგონი ივლისში ომის ხარჯებს 37,5 მილიარდი დოლარის ფარგლებში ვარაუდობდა.

საბიუჯეტო ოფისის შეფასება არ მოიცავდა ომის დროს დაზიანებული ამერიკული ობიექტების აღდგენის ხარჯებს; უწყების განცხადებით, ხარჯების ძირითადი ნაწილი საბრძოლო მასალებზე გაწეულ დანახარჯებზე მოდის. CBO-ს პროგნოზით, 1-ელი აგვისტოს შემდეგაც ომი აშშ-ს თვეში დაახლოებით 2-დან 3 მილიარდ დოლარამდე დაუჯდება, თანაც საბრძოლო მოქმედებების გამწვავების პერიოდში ხარჯები, სავარაუდოდ, გაიზრდება.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.