ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

Reuters: აშშ-მა ირანში მიმდინარე სამხედრო კამპანიაზე უკვე 47 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა

რესპუბლიკური პარტია

Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-მა ირანში სამხედრო კამპანიაზე $47 მილიარდზე მეტი დახარჯა, რაც პენტაგონის ივლისის პროგნოზს 25%-ით აღემატება, თუმცა უწყებას ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

Reuters: აშშ-მა ირანში მიმდინარე სამხედრო კამპანიაზე უკვე 47 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა
Reuters: აშშ-მა ირანში მიმდინარე სამხედრო კამპანიაზე უკვე 47 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯაიმედინიუსი

საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის მიერ მოპოვებული პენტაგონის მონაცემების თანახმად, აშშ-მა ირანში მიმდინარე სამხედრო კამპანიაზე უკვე 47 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა, რაც ივლისში აშშ-ის თავდაცვის უწყების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელს 25%-ით აღემატება.

პენტაგონს აღნიშნულ მონაცემებთან დაკავშირებით, რომლებიც ოფიციალურად ჯერ არ გასაჯაროებულა, კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ომის გაზრდილი ხარჯების შესახებ ინფორმაციის გავრცელება ემთხვევა პერიოდს, როდესაც „რესპუბლიკური პარტია“ არაპოპულარული კონფლიქტის პოლიტიკურ შედეგებთან გამკლავებას ცდილობს. ეს განსაკუთრებით მწვავედ დგას 3 ნოემბრის არჩევნების წინ, რომელმაც მომდევნო ორი წლის განმავლობაში კონგრესზე კონტროლის ბედი უნდა გადაწყვიტოს.

ომის გავლენამ ენერგორესურსების გლობალურ ფასებზე უარყოფითად იმოქმედა „რესპუბლიკელი“ კანდიდატების მხარდაჭერასა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის რეიტინგზე. ამჟამად ტრამპის პარტია კონგრესის ორთავე პალატაში უმცირეს უმრავლესობას ფლობს.

პენტაგონის ბოლო შეფასებით, ხარჯების ზრდა უშუალოდ საბრძოლო ოპერაციების წარმოებას უკავშირდება. გარდა ამისა, 29 მილიარდ დოლარზე მეტია პროგნოზირებული კონფლიქტის დროს გამოყენებული საბრძოლო მასალების მარაგების შესავსებად, ხოლო 6 მილიარდ დოლარზე მეტი დასჭირდება განადგურებული სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების, მათ შორის ომის დროს დაკარგული მრავალრიცხოვანი უპილოტო საფრენი აპარატებისა და ავიაციის ჩანაცვლებას.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
The Wall Street Journal - აშშ-მა სპარსეთის ყურის ქვეყნები ირანთან ომის შესაძლო განახლების შესახებ გააფრთხილაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები