"ჩემი პირველი ნერგი" - ქუთაისში გამწვანების მასშტაბური აქცია გაიმართა
ქუთაისში, სამთავრობო პროგრამის „ჩემი პირველი ნერგი“ ფარგლებში გამწვანების აქცია გაიმართა, რომლის დროსაც ორ ათასზე მეტმა პირველკლასელმა ხეები დარგო.

ქუთაისში, სამთავრობო პროგრამის - "ჩემი პირველი ნერგის" ფარგლებში, გამწვანების მასშტაბური აქცია გაიმართა.
ღონისძიებაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პირველკლასელებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა. ქალაქის სხვადასხვა უბანში ორ ათასზე მეტმა მოსწავლემ სხვადასხვა ჯიშის ხეები დარგო.
ინიციატივა, რომელიც ჯამში 41 000-ზე მეტ პირველკლასელს გააერთიანებს, მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და ბუნებაზე ზრუნვის კულტურის ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…