პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუსთაველი პირველკლასელები პროგრამაში "ჩემი პირველი ნერგი" ჩაერთნენ

საქართველოს მთავრობა

გარემოსდაცვით პროგრამაში „ჩემი პირველი ნერგი“ რუსთავის 1436 პირველკლასელი ჩაერთო და ქალაქში 1400-ზე მეტი ახალი ნერგი დარგო.

რუსთაველი პირველკლასელები პროგრამაში "ჩემი პირველი ნერგი" ჩაერთნენ
რუსთავი 2

საქართველოს მთავრობის ინიციატივით განხორციელებულ გარემოსდაცვით პროგრამაში- "ჩემი პირველი ნერგი", დღეს რუსთავის 1436 პირველკლასელი ჩაერთო

რუსთავი ერთ-ერთი მუნიციპალიტეტია, სადაც საქართველოს მთავრობის, საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს ჩართულობით, ეკოლოგიური პროგრამა "ჩემი პირველი ნერგი" განხორციელდა.

ხეების დარგვის პროცესი, რუსთავში დილის 10.00 საათიდან დაიწყო და რუსთაველმა პირველკლასელებმა, მშობლიური ქალაქის ფლორა, 14 00-ზე მეტი ახალი ნარგავით გაამდიდრეს.

მწვანე აქციაში მონაწილეობა, სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო ქართლის მხარეში ილია ჯალაღანიამ, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამთა დევდარიანმა, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილმა და დეპუტატებმა, რუსთავის მერის მოადგილეებმა, საჯარო სკოლების პედაგოგებმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებმა მიიღეს.

პროგრამის - "ჩემი პირველი ნერგი" ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 12 სხვადასხვა სახეობის ნერგი რეგიონების ენდემური კლიმატის გათვალისწინებით დაირგო და მასში მონაწილეობა, 41 000-ზე მეტმა პირველკლასელმა მიიღო.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობორუსთაველი პირველკლასელები პროგრამაში „ჩემი პირველი ნერგი“ ჩაერთნენ
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
რუსთაველი პირველკლასელები პროგრამაში „ჩემი პირველი ნერგი“ ჩაერთნენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები