ზვიად შალამბერიძე ევროკომისიის სკანდალზე: ზოგადად ევროკავშირისთვის და სხვადასხვა ფონდისთვის მნიშვნელოვანია, რომ სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების ხელით მოახდინოს არეულობა სხვადასხვა ქვეყანაში
დეპუტატ ზვიად შალამბერიძის მტკიცებით, ევროკავშირისა და სხვადასხვა ფონდის მიზანია, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელით ქვეყნებში არეულობა მოახდინონ. ამ განცხადებით ის გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ საფრანგეთსა და იტალიაში აქციებთან დაკავშირებული ორგანიზაციები ევროკომისიიდან ფინანსდება.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე ევროკომისიასთან დაკავშირებულ სკანდალს ეხმაურება.
„დღევანდელ დღეს ამ ორ ქვეყანაში ვნახეთ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც როგორც ევროკავშირის, ასევე „სოროსის ფონდის“ მხრიდან იყო დაფინანსებული. ეს მიუთითებს ერთ რამეზე, რომ ზოგადად ევროკავშირისთვის და სხვადასხვა ფონდისთვის მნიშვნელოვანია, რომ სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების ხელით მოახდინოს არეულობა სხვადასხვა ქვეყანაში”, - აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.
ცნობისთვის, ევროკომისია მორიგ სკანდალში გაეხვა - საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, საფრანგეთსა და იტალიაში საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული ხუთი ორგანიზაცია ევროკომისიიდან ფინანსდება.
ციტატები სტატიიდან
„მხრიდან იყო დაფინანსებული. ეს მიუთითებს ერთ რამეზე, რომ ზოგადად ევროკავშირისთვის და სხვადასხვა ფონდისთვის მნიშვნელოვანია, რომ სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების ხელით მოახდინოს არეულობა სხვადასხვა ქვეყანაში“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…