თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ საზოგადოებას ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ 1-წლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა და განაცხადა, რომ გადამზადებული 17 000 ახალგაზრდიდან 65% დასაქმდა.

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ საზოგადოებას ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
ბექა ოდიშარიამ მოწვეულ სტუმრებს სტუდენტთა დაფინანსების, კლასიკური მუსიკის, ფოტოგრაფიის, ლიტერატურის, კინოსა და სხვა მიმართულების, ფესტივალებისა და კონკურსების დაფინანსებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
"დინამიკურია პროცესი თბილისში განათლებისა და კულტურის მიმართულებით, 17 000 ახალგაზრდა გადამზადდა, რომელთა 65% დასაქმდა. მუზეუმების მიმართულებით არის ძალიან დიდი აქტივობები, რეკონსტრუქციები, რეაბილიტაციები. ისეთი საქმიანი ურთიერთობები, როგორც ახლა აქვს თბილისის მერიას და თბილისის საკრებულოს, ალბათ არის ძალიან მნიშვნელოვანი დარგის განვითარებისთვის", - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…