პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნოდარ ბოკერიამ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

ქართული ოცნება

თბილისის საკრებულოს წევრმა ნოდარ ბოკერიამ ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა და განაცხადა, რომ 2026 წლის ბიუჯეტიდან განათლებისთვის 303,3 მილიონი ლარია გამოყოფილი, ხოლო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობისთვის — 50,6 მილიონი ლარი.

ნოდარ ბოკერიამ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ნოდარ ბოკერიამ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინარუსთავი 2

თბილისის მუნიციპალიტეტის მერვე მოწვევის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრმა ნოდარ ბოკერიამ ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა. ნოდარ ბოკერიას საქმიანობა თბილისის საკრებულოში მოიცავს ორ ძირითად მიმართულებას: განათლებისა და კულტურის კომისიისა და სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის მუშაობაში მონაწილეობას.

ნოდარ ბოკერიამ თბილისის საკრებულოს როლსა და ძირითად უფლებამოსილებებზე ისაუბრა და ერთი წლის განმავლობაში დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განხილულ ძირითად საკითხებზე გაამახვილა ყურადღება. მათ შორის აღსანიშნავია 2026 წლის ბიუჯეტი; რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია; მუნიციპალიტეტის მიმდინარე ჯანდაცვის პროგრამების მიმოხილვა; მცირე ბიზნესის მხარდაჭერა; დედაქალაქში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების, პრიორიტეტებისა და პროგრამების მიმოხილვა.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ნოდარ ბოკერია, როგორც განათლებისა და კულტურის კომისიის წევრი, აქტიურად მონაწილეობდა კომისიაში დასმული ყველა მნიშვნელოვანი საკითხის განხილვაში. როგორც საკრებულოს უმრავლესობის წევრმა განაცხადა, 2026 წელს განათლებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 303,3 მილიონი ლარი, ხოლო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებისთვის - 50,6 მილიონი ლარი.

ნოდარ ბოკერიამ ანგარიშში გამოყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი - პროფესიული გადამზადება და დასაქმება.

მან განაცხადა, რომ მიმდინარე წელს დაახლოებით 2600 მოქალაქე გადის პროფესიულ გადამზადებას 80-მდე სხვადასხვა მიმართულებით, წარმატებული კურსდამთავრებულებისთვის გათვალისწინებულია 2-თვიანი ანაზღაურებადი პრაქტიკა კერძო ორგანიზაციებში. 2026 წელს დაფინანსდა 2 056 სტუდენტი, სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტუდენტები. რაც შეეხება საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურას, სარეაბილიტაციო

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილემ კახა ბერაძემ VIII მოწვევის საკრებულოში საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები