ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბექა ოდიშარიამ 2025-2026 წლების საქმიანობის ანგარიში წარადგინა

საქართველოს პარლამენტითბილისის მერია

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა, სადაც ყურადღება გაამახვილა მოქალაქეთა გადამზადების პროგრამებზე, სტუდენტთა დაფინანსებასა და კულტურული ობიექტების რეაბილიტაციაზე.

ბექა ოდიშარიამ 2025-2026 წლების საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ბექა ოდიშარიამ 2025-2026 წლების საქმიანობის ანგარიში წარადგინარუსთავი 2

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ, საზოგადოებას ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ბექა ოდიშარიას თავმჯდომარეობით განათლებისა და კულტურის კომისიის 17 სხდომა გაიმართა, რომლებზეც განხილული იქნა 51 საკითხი.

პრეზენტაციისას ბექა ოდიშარიამ აღნიშნა, რომ განათლება და კულტურა საზოგადოების განვითარების საფუძველია. მისი თქმით, კომისიის თავმჯდომარედ მუშაობის დაწყებიდან საქმიანობის პრიორიტეტი იყო ამ ორი სფეროს სისტემური განვითარება და მათი ხელმისაწვდომობის გაზრდა.

ანგარიშის წარდგენისას ბექა ოდიშარიამ ყურადღება გაამახვილა პროგრამაზე „ისწავლე და დასაქმდი“, რომლის ფარგლებში თბილისში რეგისტრირებული 1500 მოქალაქე გადამზადდა, ხოლო 1100-მდე მოქალაქე 2026 წლის ნოემბერში დაიწყებს სწავლას. ჯამში 2026 წლის ბიუჯეტის ფარგლებში მოკლევადიან პროგრამებში 80-მდე სპეციალობაზე 2600-მდე მოქალაქე გადამზადდება.

საკრებულოს წევრმა სტუდენტთა დაფინანსების პროგრამებზეც ისაუბრა. მისი თქმით, წარმატებით განხორციელდა სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამები, რომლების ფარგლებში სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტები დაფინანსდნენ.

საანგარიშო პერიოდისთვის ასევე დაფინანსდა კლასიკური მუსიკის, ფოტოგრაფიის, ლიტერატურის, კინოსა და სხვა მიმართულების 55 ფესტივალი და კონკურსი. თეატრალური ხელოვნების ხელშეწყობის მიმართულებით დაფინანსდა 40-მდე პროექტი; ასევე დაფინანსდა საიუბილეო, შემოქმედებითი და მაღალი საზოგადოებრივი და სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე 120-მდე პროექტი, გამოფენა, კონცერტები და სხვა. მთლიანად პროექტის „კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა“ ფარგლებში დაფინანსდა 230-მდე პროექტი, რაც შარშანდელ მაჩვენებელზე ბევრად მეტია.

ბექა ოდიშარიას განმარტებით, აქტიურად მიმდინარეობს კულტურული ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოებიც, კერძოდ: მიმდინარეობს ქ. თბილისის ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები; დაიწყო თბილისის სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმების რეაბილიტაცია, სამუშაოების დასრულების შემდეგ მოეწყობა ექსპოზიცია და ქალაქს დაუბრუნდება უნიკალური ფონდისა და ისტორიის მქონე მუზეუმი, რომელიც 1937 წლიდან 2012 წლამდე სხვადასხვა მისამართზე უწყვეტად ფუნქციონირებდა; ასევე მიმდინარეობს მარო მაყაშვილის სახელობის N3 ბიბლიოთეკის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები.

განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თავის ანგარიშში თბილისში საჯარო ბაგა-ბაღებში განხორციელებულ სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ისაუბრა. მისი თქმით, სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სტანდარტი (HACCP) ყველა ბაგა-ბაღში დაინერგა. ახალი სასწავლო წლისთვის რამდენიმე ახალი ბაგა-ბაღი აშენდა, რომლებიც შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს და ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. ამჟამად კი ექვსი ახალი ბაღი შენდება და ორი ბაღი კი სრულად რეკონსტრუირდება. პროექტის მიზანია ყველა ბაღის აღსაზრდელს თანაბარი პირობები ჰქონდეს.

ანგარიშის წარდგენას ესწრებოდნენ საკრებულოს უმრავლესობის წევრები, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „მუზეუმების გაერთიანების“ დირექტორი გიგა დაიაური, ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დრექტორი ნინა ყიფიანი და სხვა მოწვეული სტუმრები.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, გლდანი 3-ის მაჟორიტარმა დეპუტატმა მიხეილ რეხვიაშვილმა 2025-2026 წლების ანგარიში წარადგინა​წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები