ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

ბექა ოდიშარია თბილისის ბაღებში მომხდარ ინტოქსიკაციის ფაქტებზე: სააგენტოში უაღრესად კეთილსინდისიერი ადამიანები მუშაობენ, რომლებიც თავად არიან აქტიურად ჩაბმულები საგამოძიებო პროცესში

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ დედაქალაქის ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა ინტოქსიკაციის ფაქტებზე ისაუბრა. მან მოუწოდა საზოგადოებას, დაელოდონ გამოძიების შედეგებს და აღნიშნა, რომ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში კეთილსინდისიერი ადამიანები მუშაობენ, რომლებიც საგამოძიებო პროცესში არიან ჩაბმულები.

ბექა ოდიშარია თბილისის ბაღებში მომხდარ ინტოქსიკაციის ფაქტებზე: სააგენტოში უაღრესად კეთილსინდისიერი ადამიანები მუშაობენ, რომლებიც თავად არიან აქტიურად ჩაბმულები საგამოძიებო პროცესში
ბექა ოდიშარია თბილისის ბაღებში მომხდარ ინტოქსიკაციის ფაქტებზე: სააგენტოში უაღრესად კეთილსინდისიერი ადამიანები მუშაობენ, რომლებიც თავად არიან აქტიურად ჩაბმულები საგამოძიებო პროცესშირუსთავი 2

თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია დედაქალაქის რამდენიმე ბაგა-ბაღში აღსაზრდელთა ინტოქსიკაციის საკითხს გამოეხმაურა. როგორც ბექა ოდიშარიამ განაცხადა, ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა მოწამვლა უკიდურესად უსიამოვნო ფაქტია.

"ჩვენი საქმიანობის მთავარი საგანი, რა თქმა უნდა, არის უსაფრთხოება და ამავე დროს უსაფრთხოებაზე კონტროლი. ჩვენი კომისია არის შესაბამისი სამსახურის კურატორი. საგამოძიებო სამსახურები ძალიან აქტიურად მუშაობენ. თუ რაიმე ტიპის დანაშაული მოხდა, მერწმუნეთ, რომ დაუსჯელი არავინ დარჩება. უბრალოდ, დამნაშავის იარლიყი პირდაპირ არ მივაკეროთ ვინმეს, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. სულ რამდენიმე დღეა საჭირო, რომ შესაბამისი დასკვნები გაკეთდეს. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში უაღრესად კეთილსინდისიერი ადამიანები მუშაობენ, რომლებიც თავად არიან აქტიურად ჩაბმულები საგამოძიებო პროცესში", - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.