29 ოქტომბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29 ოქტომბერს დასავლეთის ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმა, ნისლი და ქარია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს, 29 ოქტომბერს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიიდან ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდან
გადმონაცვლებული თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.
საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმა და ნისლი. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი, ზოგან დროგამოშვებით ძლიერი.
სოხუმი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°;
ბათუმი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°;
ქობულეთი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°;
ქუთაისი: უნალექოდ.ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°;
ზუგდიდი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°;
ანაკლია: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°;
ოზურგეთი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°;
ონი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19°;
ცხინვალი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +16°;
თბილისი: წვიმა და ნისლი. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულების სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +16°;
მარნეული: წვიმა და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +14°;
რუსთავი: წვიმა და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +16°;
ახალციხე: მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17°;
ბორჯომი: მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +16°;
ბაკურიანი: მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +15°;
სტეფანწმინდა: წვიმა და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +10°;
თელავი: წვიმა და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +15°;
დედოფლისწყარო: წვიმა და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +14°.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…