რუსული მხარის ინფორმაციით, მოსკოვს დრონებით შეუტიეს - აეროპორტებში შეზღუდვები დაწესდა
მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ მოსკოვისკენ მიმავალი 64 დრონი ჩამოაგდო, რის გამოც დედაქალაქის აეროპორტებში ფრენებზე შეზღუდვები დაწესდა.

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე დრონებით შეტევა განხორციელდა, - ინფორმაციას რუსული “ტელეგრამ” არხები, მედია და მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი ავრცელებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ვნუკოვოს აეროპორტში დაწესებული შეზღუდვების გამო, თურქეთიდან მოსკოვში მიმავალი ორი თვითმფრინავი უკან დააბრუნეს. ამავდროულად, „როსავიაციამ“ შეზღუდვები დააწესა დომოდედოვოს და ჟუკოვსკის აეროპორტებშიც.
სობიანინმა განაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ბოლო 24 საათის განმავლობაში მოსკოვისკენ მიმავალი 64 დრონი ჩამოაგდო. მისი თქმით, დრონების ჩამოვარდნის ადგილებში გადაუდებელი დახმარების სამსახურები მუშაობენ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…