პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მოსკოვის აეროპორტები არ მუშაობს, შერემეტიევოში გამოცხადებულია განგაში

მოსკოვში დრონებით შეტევის საფრთხის გამო ოთხივე სამგზავრო აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა, შერემეტიევოში კი საჰაერო განგაში გამოცხადდა და მგზავრები თავშესაფრებში გადაიყვანეს. მოსკოვის მერ სერგეი სობიანინის განცხადებით, დედაქალაქისკენ მიმავალი 10-ზე მეტი დრონი ჩამოაგდეს.

მოსკოვის აეროპორტები არ მუშაობს, შერემეტიევოში გამოცხადებულია განგაში
რადიო თავისუფლება

23 ოქტომბერს, დრონებით შეტევის საფრთხის განახლების ფონზე, მუშაობა შეაჩერა მოსკოვის ოთხივე სამგზავრო აეროპორტმა - შერემეტიევომ, დომოდედოვომ, ვნუკოვომ და ჟუკოვსკიმ.

შერემეტიევოს აეროპორტში გამოცხადდა საჰაერო განგაში, მგზავრებს უბრძანეს გადასულიყვნენ ახლოს მდებარე უსაფრთხო ზონებში და თავშესაფრებში - იუწყება აეროპორტის პრესსსამსახური.

როგორც წესი, აეროპორტები უბრალოდ აჩერებენ ხოლმე თვითმფრინავების გაშვებას და მიღებას - მგზავრთა ევაკუაციის გარეშე. ამასთან, რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, დრონებით შეტევები ძირითადად ხდება ღამით და არა დღის საათებში, როგორც 23 ოქტომბერს.

მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი იუწყება, რომ ჩამოგდებულია 10-ზე მეტი დრონი, რომლებიც რუსეთის დედაქალაქისკენ მიფრინავდა. ტელეგრამის არხებით ვრცელდება მოსკოვის დასავლეთის რაიონების მცხოვრებთა მონათხრობი - რომ მათ აფეთქებების ხმები ესმოდათ.

ოქტომბერში მოსკოვის აეროპორტებმა რამდენიმე საათით არაერთხელ შეაჩერეს მუშაობა, უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატებით შექმნილი საფრთხის გამო. საკუთრივ აეროპორტებზე დარტყმის შესახებ ცნობები არ გავრცელებულა.

უკრაინის არმიას 23 ოქტომბრის შეტევაზე ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მოსკოვზე მასშტაბური შეტევის გამო აეროპორტებში 400-ზე მეტი რეისი შეფერხდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები