პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დრონებით თავდასხმების გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა

დრონებითა და აეროსტატებით თავდასხმების საფრთხის გამო მოსკოვის ოთხმა მთავარმა აეროპორტმა მუშაობა დროებით შეზღუდა.

დრონებით თავდასხმების გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა
დრონებით თავდასხმების გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერაინტერპრესნიუსი

დრონებითა და "აეროსტატებით" თავდასხმების გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

კერძოდ, აღინიშნება, რომ მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა - “ვნუკოვომ”, “შერემეტიევომ”, “დომოდედოვომ” და “ჟუკოვსკიმ” - დრონებითა და აეროსტატებით თავდასხმების ფონზე მუშაობაზე დროებითი შეზღუდვები შემოიღეს. შეზღუდვები ადგილობრივი დროით, დაახლოებით 15:40 საათზე ამოქმედდა.

FlightRadad24-ის სერვისის ინფორმაციით, ყველაზე მეტად შეფერხებები აეროპორტ “ვნუკოვოს” შეეხო: რეისების 40%-ზე მეტი შეფერხდა, შეფერხების საშუალო ხანგრძლივობა 102 წუთს შეადგენს, ხოლო რეისების კიდევ 10% გაუქმდა.

მოსკოვის რეგიონის აეროპორტებს შეფერხებები 9 ოქტომბრის წინა ღამესაც შეეხო. მაშინ, დრონებით თავდასხმების საფრთხის გამო დაიხურა “ვნუკოვო”, “დომოდედოვო” და “ჟუკოვსკი”. ღამის განმავლობაში 150-ზე მეტი რეისი შეფერხდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ფორმულაოპოზიციურიდრონების საფრთხის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
რუსული მხარის ინფორმაციით, მოსკოვს დრონებით შეუტიეს - აეროპორტებში შეზღუდვები დაწესდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები