პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დრონების საფრთხის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა

მოსკოვის რეგიონის ოთხივე აეროპორტმა დრონების საფრთხის გამო ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა. მედიის ცნობით, მოსკოვის სამხრეთ რაიონებში საჰაერო თავდაცვის სისტემები მუშაობდა და აფეთქებები ისმოდა. პარალელურად, იაროსლავის ოლქში უკრაინის მხრიდან გაშვებული მცირე ზომის საჰაერო ბურთები ჩამოაგდეს, ხოლო უკრაინის საჰაერო შეტევის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია პუტინის თვითმფრინავის მოსკოვში დაჯდომის შეფერხების შესახებ.

დრონების საფრთხის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა
დრონების საფრთხის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერაფორმულა

მოსკოვის რეგიონის ოთხივე აეროპორტმა - "ვნუკოვომ", "შერემეტიევომ", "დომოდედოვომ" და "ჟუკოვსკიმ" დრონების საფრთხის გამო ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა.

მედიის ინფორმაციით, მოსკოვის სამხრეთ რაიონების მცხოვრებლები საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობისა და აფეთქებების შესახებ იუწყებოდნენ.

FlightRadar24-ის მონაცემებით, შეფერხებებმა ყველაზე მეტად "ვნუკოვოს" აეროპორტი დააზარალა: რეისების 40%-ზე მეტი დაგვიანებულია, დაგვიანების საშუალო ხანგრძლივობა 102 წუთს შეადგენს, ხოლო რეისების კიდევ 10% გაუქმებულია.

ასევე, იაროსლავის ოლქის თავზე ჩამოაგდეს სადაზვერვო დანიშნულების მცირე ზომის საჰაერო ბურთები, რომლებიც უკრაინის ტერიტორიიდან იყო გაშვებული. ამის შესახებ რეგიონის უსაფრთხოების სამინისტრომ განაცხადა.

"ასეთი ობიექტების განადგურების სამუშაოები გრძელდება. მოვუწოდებთ მოსახლეობას, შეინარჩუნონ სიმშვიდე, არ გაავრცელონ გადაუმოწმებელი ინფორმაცია და იხელმძღვანელონ ოფიციალური წყაროების შეტყობინებებით", - ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე, მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის საჰაერო შეტევის გამო პუტინის თვითმფრინავი მოსკოვში ვერ დაჯდა.

საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, პუტინი და მისი დელეგაცია თურქმენეთიდან 4 თვითმფრინავით ბრუნდებოდა, მათგან 2 პეტერბურგის აეროპორტში გადაამისამართეს, 2 კი, მოსკოვის ცაზე დაფრინავს. ჯერჯერობით უცნობია რომელ თვითმფრინავში იმყოფება პუტინი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიდრონებით თავდასხმების გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ასეთი ობიექტების განადგურების სამუშაოები გრძელდება. მოვუწოდებთ მოსახლეობას, შეინარჩუნონ სიმშვიდე, არ გაავრცელონ გადაუმოწმებელი ინფორმაცია და იხელმძღვანელონ ოფიციალური წყაროების შეტყობინებებით“
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მოსკოვზე მასშტაბური შეტევის გამო აეროპორტებში 400-ზე მეტი რეისი შეფერხდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები